SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  15
Télécharger pour lire hors ligne
პრეზენტაცია:ვარძია
ავტორი:ანანო კონცელიძე
ეტიმოლოგია
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან
ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და
გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების
შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან
დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი
ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი
ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი
უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა.
საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით
იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან
გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას.
ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ
მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი,
ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი
იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა
წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და
მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი,
ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი
იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა
წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და
მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.” ვარძიის
შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის
დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და,
განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის
მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის
დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
ისტორია
სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში
იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის
მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი
დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და
კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში
მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა
"გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის
წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის
დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის
წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის
მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას
ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
თვალსაჩინო როლს ასრულებდა.
მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი)
ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ
სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551
წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია.
ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და
ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა
გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო,
მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის
ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს
შემადგენლობაშია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების
დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის
მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად
გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა
არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის
ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-
XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის
მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები,
ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და
იარაღი.
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის
ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა
ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე,
XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების
"ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”)
ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს
მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში,
არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე
მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით
– ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის
ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ
გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები.
“ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის
შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის
მეფობის დროს დასრულდა. თამარ მეფის დროინდელი მემატიანე
ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ
უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ
მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო
მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო
სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით,
საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ
სასმელი წყლის არსებობით.
მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184)
მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის
შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა
გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს
მახლობლად.
მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III
სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 –
1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა
ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ
გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი –
კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი
დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის
რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს
გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან
არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია,
როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის
მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.
მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას
და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა
კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ
საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და
სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული
ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან
შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა
თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა
სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი
ბასიანის ბრძოლაში.
მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის
ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები,
რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა
ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა
მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული
და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ
დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების
შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება
მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-
ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა,
ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და
კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV –
XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-
თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის
უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას
თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი
საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის
ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში.
1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის
ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის
ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით
გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი
ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა.
თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და
სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება,
მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში
ეძებენ.
ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა.
დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.
მშენებლობის ეტაპები
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის
კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე),
განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად
ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო
ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან.
მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და
გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185)
არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით
ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს
ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით.
ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის
ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე
(1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე
თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი
დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-
ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა
სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული
სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი
სატრაპეზო.
არქიტექტურა
ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ
შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად
გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში
ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი
სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის
სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი.
მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3
და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია
კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით.
მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ.
25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება
ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და
საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია,
რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან
განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი
არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის
გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების
სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.
ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები -
საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები -
ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა
და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია
მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები
მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი
ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო
(სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული
მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა
კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის
მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების
ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა
და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის
ერისთავი რატი სურამელი.
ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური
ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის
მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია
ზუსტი თარიღის გამო.
ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI
საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში
უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ
მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242
გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ
ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო"
საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი,
სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის
დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ
ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი
ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით.
მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში
ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ
გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.
მდებარეობა
ვარძიის გამოქვაბულთა
ანსამბლი მდებარეობს
ასპინძიდან 30 კმ - ზე,
მტკვრის მარცხენა
ნაპირზე. ზღ. დონიდან
1300 მეტრზე
გმადლობთ
ყურადღებისათვის..!

Contenu connexe

Tendances

ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentationmarina 77
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიirma1972
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიLela Tepnadze
 
რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?lelajgamaia
 
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევLika Zakashvili
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიLela Arbolishvili
 
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"სოფო ბებერაშვილი
 
დ.პრეზენტაცია
დ.პრეზენტაციად.პრეზენტაცია
დ.პრეზენტაციაshorena
 
გურია
გურიაგურია
გურიაTB
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
მზის შვილები
მზის  შვილებიმზის  შვილები
მზის შვილებიEka Tskhadaia
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~Koba Ksovreli
 
წიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიწიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიekashioshvili
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 

Tendances (20)

300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
New microsoft power point presentation
New microsoft power point presentationNew microsoft power point presentation
New microsoft power point presentation
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
Bulingi
BulingiBulingi
Bulingi
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი
 
რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?რა არის გამოცანა?
რა არის გამოცანა?
 
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
ანა კალანდაძე ლაჰილზე ისევ
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემები
 
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
 
დ.პრეზენტაცია
დ.პრეზენტაციად.პრეზენტაცია
დ.პრეზენტაცია
 
გურია
გურიაგურია
გურია
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
მზის შვილები
მზის  შვილებიმზის  შვილები
მზის შვილები
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
 
წიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერიწიგნი თუ კომპიუტერი
წიგნი თუ კომპიუტერი
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 

Similaire à ვარძია

მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთიAna Meladze
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდეekachexani
 
მსოპლიოს შვიდა საოცრება
მსოპლიოს შვიდა საოცრებამსოპლიოს შვიდა საოცრება
მსოპლიოს შვიდა საოცრებაNikoloz Gvalia
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯიekamkheidze18
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიMarina Tarkashvili
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I Udefoo
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზეAna Meladze
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეmancho47
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაirinagusha
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთანnino abuladze
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიmarika rekhviashvili
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
3.ტაო კლარჯეთი
3.ტაო კლარჯეთი3.ტაო კლარჯეთი
3.ტაო კლარჯეთიninobidzinashvili
 
აქემენიანთა სპარსეთი
აქემენიანთა  სპარსეთი აქემენიანთა  სპარსეთი
აქემენიანთა სპარსეთი fiqria sidamonize
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)ekanadiradze84
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...nino abuladze
 
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაmarika rekhviashvili
 

Similaire à ვარძია (20)

მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთი
 
ნეკრესიდან სამებამდე
ნეკრესიდან  სამებამდენეკრესიდან  სამებამდე
ნეკრესიდან სამებამდე
 
მსოპლიოს შვიდა საოცრება
მსოპლიოს შვიდა საოცრებამსოპლიოს შვიდა საოცრება
მსოპლიოს შვიდა საოცრება
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
kacxis sveti C I U
kacxis sveti  C I Ukacxis sveti  C I U
kacxis sveti C I U
 
რუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის ნაკვალევზე
რუსთაველის ნაკვალევზე
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
 
ათეშგა
ათეშგაათეშგა
ათეშგა
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
 
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაშიIX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
IX კლასის შემაჯამებელი სამუშაოების კრებული ისტორიაში
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
3.ტაო კლარჯეთი
3.ტაო კლარჯეთი3.ტაო კლარჯეთი
3.ტაო კლარჯეთი
 
აქემენიანთა სპარსეთი
აქემენიანთა  სპარსეთი აქემენიანთა  სპარსეთი
აქემენიანთა სპარსეთი
 
პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)პრეზენტაცია (2)
პრეზენტაცია (2)
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...
 
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
 

ვარძია

  • 2. ეტიმოლოგია “მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.” “მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
  • 3. “მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.” ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
  • 4. ისტორია სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.
  • 5. მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII- XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.
  • 6. ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა. თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
  • 7. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.
  • 8. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ- ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
  • 9. ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან- თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე. მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ. ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა. დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.
  • 10. მშენებლობის ეტაპები ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი- ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.
  • 11. არქიტექტურა ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.
  • 12. ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.
  • 13. ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.
  • 14. მდებარეობა ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღ. დონიდან 1300 მეტრზე