● ამ პროექტში თავმოყრილია მინიმალისტური ლოგოები, რომლებშიც ხაზგასმლია ბრენდის ვიზუალური მხარე. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მარტივად, ხაზებით და წერტილებით, გადმომეცა საქართველოში არსებული ბრენდები. ბრენდის ძალა - არის ის თუ რამდენად ცნობილია სავაჭრო ნიშანი მომხარებლისთვის. პროექტში მთლიანი დატვირთვა გადადის ბრენდის ფერზე და იმ კონტურებზე, რომლითაც ადამიანი აღიქვამს მას, შედეგად ძლიერი ბრენდის ამოცნობა შესაძლებელია სახენაცვალ და დაუსრულებელი ფორმითაც კი.