SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  59
1
პროექტების შეფასება
სარჩევი
პროექტების შეფასება.......................................................................................................................... 1
მიმოხილვა და სარგებელი.............................................................................................................. 2
შეფასების მიზნები....................................................................................................................... 3
შეფასების ტიპები......................................................................................................................... 4
განმავითარებელი შეფასება......................................................................................................... 5
აზროვნების დონეების შეფასება.................................................................................................. 6
წარმატებული შეფასება................................................................................................................ 8
სცადეთ ............................................................................................................................................. 9
დემო ვერსია.................................................................................................................................. 9
გზამკვლევი..................................................................................................................................10
შეფასების გეგმები...........................................................................................................................10
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები...................................................................................11
საბაზო კლასების შეფასების გეგმები.........................................................................................15
შეფასების სტრატეგიები.................................................................................................................20
მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა...........................................................21
თვითრეგულირებისა დათანამშრომლობის წახალისება.........................................................24
პროგრესის მონიტორინგი...........................................................................................................26
გაგების შემოწმება........................................................................................................................28
გაგების დემონსტრირება.............................................................................................................31
ეფექტური პროექტების შექმნა...........................................................................................................34
პროექტის შექმნა.............................................................................................................................34
პროექტის მახასიათებლები........................................................................................................36
პროექტების დაგეგმვა.................................................................................................................38
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.............................................................................40
პროექტებიმოქმედებაში.............................................................................................................42
აზროვნების უნარები......................................................................................................................43
აზროვნების უნარების კონცეფციები.........................................................................................44
მაღალი სააზროვნო უნარები......................................................................................................46
2
რწმენებიდა დამოკიდებულებები.............................................................................................47
აზროვნების სწავლება.................................................................................................................49
სწავლების სტრატეგიები................................................................................................................51
წინარე ცოდნა...............................................................................................................................53
გრაფიკული ორგანაიზერები......................................................................................................55
თანამშრომლობითისწავლა........................................................................................................56
გამოკითხვა..................................................................................................................................58
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-benefits.html
მიმოხილვა და სარგებელი
21-ე საუკუნის უნარების სწავლება
21 საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომია, ადამიანებს
მიეცათ უსაზღვრო შესაძლებლობები საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობისა თუ
გართობისათვის. დღეს სამუშაო ადგილებზე, როდესაც კომპიუტერი რუტინულ სამუშაოს
ასრულებს, დასაქმებულების დიდი ნაწილის საქმიანობა მათგან მოქნილ და შემოქმედებით
გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ასეთ გარემოში წარმატებისათვის სკოლებმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საბაზო უნარების
განვითარება უნდა შესთავაზონ. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარებს,
როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ტექნოლოგიების განვითარება,
კომუნიკაცია და თვითრეგულირება.
პროექტების შეფასება მასწავლებლების საჭიროებებს ითვალისწინებს:
– უფასო ონლაინ აპლიკაცია თქვენი საკუთარი შეფასების საშუალებები ინსტრუმენტების
(ჩეკლისტი, რუბრიკა, ღია ტექტის შეფასება) ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
– თქვენ გექნებათ წვდომა ასეულობით ხარისხიან, გამზადებული შეფასების მონაცემთა
ბაზაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელია შესრულების პროცესის, პროდუქტის
(მოსწავლეთა ნამუშევრების), საააზროვნო უნარების შეფასება, ასევე შეგეძლებათ მათი
მოდიფიცირება თქვენი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
– შეგეძლებათ თქვენი შეფასების შენახვა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში ან მისი
გაზიარება ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული სხვა მასწავლებლებისათვის.
– გაიგოთ მეტი კვლევებსა და თეორიებზე, რომლებსაც წარმატებული შეფასება ეფუძნება.
3
– მოიძიოთ შეფასების სტრატეგიების მრავალი მაგალითი და გამოიყენოთ ისინი თქვენს
მოსწავლეებთან.
შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საკითხის
შემდეგ მოსწავლის ცოდნისა ან შესრულების დონეს ეხება. გაიგეთ მეტი შეფასების მიზნების
(purposes of assessment.) შესახებ.
ტრადიციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეების შეფასების მეთოდები შეზღუდულია
ტესტებით, ესეებით/რეფერატებითა და ზეპირი პრეზენტაციებით. გაიგეთ მეტი შეფასების
ტიპების (types of assessment.) შესახებ.
კვლევების თანახმად, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება მუდმივად
მიმდინარე, განგრძობითი პროცესია. გაიგეთ მეტი განმავითარებელი შეფასების (formative
assessment.) მნიშვნელობის შესახებ.
იმის განსაზღვრა, თუ როგორ და როდის იყენებენ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს,
როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრობლემების გადაწყვეტა და
მეტაშემეცნება, შესაძლოა გამოწვევა იყოს. გაიგეთ მეტი სააზროვნო უნარების შეფასების
(assessing thinking.) გზების შესახებ.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების მოსწრების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი იარაღია,
მაგრამ მისი გამოყენება ვაკუუმში შეუძლებელია. გაიგეთ მეტი, თუ რა კომპონენტებია
აუცილებელი წარმატებული შეფასებისათვის (successfulassessment).
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/purposes.html
შეფასების მიზნები
მიმდინარე შეფასება
მასწავლებლები მუდმივად აგროვებენ არაფორმალურ და ფორმალურ ინფორმაციას იმის
შესახებ, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი მოსწავლეები. ისინი ამოწმებენ მოსწავლეების
ტესტებსა და დავალებებს, უსმენენ ჯგუფურ აქტივობებს და აკვირდებიან მოსწავლეებს,
რომლებიც ჩართულები არიან სტრუქტურულ ან არასტრუქტურულ აქტივობებში. ამ
ინფორმაციას ისინი სხვადასხვა მიზნით იყენებენ, დაწყებული მშობლებთან ურთიერთობიდან
დამთავრებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიღწევის ხელშეწყობით. სწორი
ინფორმაციის მოგროვებითა და მისი ეფექტურად გამოყენებით მასწავლებლებს ასევე
შეუძლიათ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აზროვნებისა და სწავლის უნარების განვითარებას.
ტერმინი „შეფასება“ გამოიყენება ყველა იმ მეთოდისა და სტრატეგიის აღსანიშნავად, რომელიც
მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასების დროს
მოსწავლე იღებს უკუკავშირს მისი სასწავლო პროცესის შესახებ. განმსაზღვრელი შეფასება
4
ხდება საკითხის ან პროექტის დასრულებისას და მოიცავს ინფორმაციას იმ უნარებისა და
ცოდნის შესახებ, რომელსაც მოსწავლე დაეუფლა.
სწავლების ციკლის პროცესში მიმდინარე შეფასების სხვადასხვა სახეობის გამოყენება
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მეტ ღირებულ ინფორმაციას მოიცავს.
განმავითარებელი შეფასება შეიძლება გამოყენებულ იქნას:
– მოსწავლეებისს წინარე ცოდნისა და მზაობის გასაზომად;
– თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წასახალისებლად;
– მოსწავლეებისათვის დიაგნოსტიკური უკუკავშირის წარმოებისათვის;
– პროცესის მონიტორინგისათვის;
– საკითხის გაგების შესამოწმებლად და მეტაშემეცნების წასახალისებლად;
– გაგებისა და უნარის დემონსტრირებისათვის.
შეფასების მთავარი მიზანია მისცეს მასწავლებლებს ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ
სწავლების გასაუმჯობესებლად. ინტეგრირებული და მიმდინარე შეფასება პროექტზე
დაფუძნებული სწავლების ცენტრალური საკითხია და წარმოადგენს საშუალებას, რომ
მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით დაინახონ და აღმოაჩინონ, თუ რა იციან. საკითხის სწავლების
მანძილზე ინტეგრირებული შეფასება მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, გაიგონ მეტი მათი
მოსწავლეების საჭიროებებზე და შეცვალონ სწავლების მეთოდი მოსწავლეების მიღწევების
გაუმჯობესებისათვის. მაკმილანი (2000) განმარტავს, „სწავლების პროცესში ინტეგრირებული
შეფასებით მასწავლებელი ხედავს თუ რა აქტივობები და დავალებები იქნება უკეთესი, რა
დონის სწავლებაა უფრო შესაბამისი და როგორ უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ ინფორმაციას
განმსაზღვრელი შეფასება.”
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/types.html
შეფასების ტიპები
შეფასება განსხვავებული მეთოდები
დღევანდელ სასწავლო გარემოში შეფასება დამკვიდრებული და მიღებული პრაქტიკაა. ხშირად
ის წინასწარ განსაზღვრული გზით ტრადიციულ ფორმატში წარმოებს. შეფასების მრავალი
მეთოდი არსებობს, რომლებიც ასახავენ მასწავლებლების სწავლებისა და მოსწავლეების
სწავლის საჭიროებებს.
განმავითარებელი შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ ტესტები და გამოცდები სკოლებიდან არ გაქრება, მოსწავლეების
სწავლება მხოლოდ გაუმჯობესდება, თუ უკუკავშირის, მოსწავლეთა ნამუშევრების
(პროდუქტის) და შესრულების პროცესის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის შეფასებას
გამოიყენებთ. შეფასების იმ ტიპს, რომელიც საკითხის შესწავლის წინ და პროცესში
მიმდინარეობს, განმავითარებელი შეფასება ეწოდება.
5
განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგია მოიცავს იმგვარი ინფორმაციის მიღებას,
რომელიც სწავლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს:
– მოსწავლეთა წინარე ცოდნის/საჭიროებების გაზომვის სტრატეგიები, მაგალითად -
მოსწავლის ნამუშევრის შემოწმება, გრაფიკული ორგანაიზერების ანალიზი, გონებრივი
იერიში;
– სტრატეგიები თვითრეგულირებადი სწავლის წასახალისებლად - თვით-შეფასება,
თანასწორთა უკუკავშირი, თანამშრომლობითი ჯგუფები;
– სტრატეგიები პროგრესის მონიტორინგისათვის, კერძოდ არაფორმალური დაკვირვება,
ჩანიშვნები, სასწავლო ჟურნალი;
– სტრატეგიები გაგების შესამოწმებლად, როგორიცაა ჟურნალები, ინტერვიუები და
არასტრუქტურირებული გამოკითხვები.
განმსაზღვრელი შეფასება
განმავითარებელი შეფასება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აძლევს ინფორმაციას, თუ
რამდენად კარგად მუშაობენ ისინი პროექტებზე, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ
დასკვნის სახით ანგარიშის გაკეთება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველი
საკითხისა თუ პროექტის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი, რომ იცოდნენ
თავიანთი მოსწრების შესახებ. იმ ტიპის შეფასებას, რომელიც საკითხზე მუშაობის დასრულების
შემდეგ ხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება ეწოდება.
განმსაზღვრელი შეფასებები, როგორიცაა ტესტები, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავენ, თუ
მასწავლებლები და მოსწავლეები ანალიტიკურად გაიაზრებენ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ
სისუსტეების აღმოჩენა, რომლებსაც მომავალში გაუმკლავდებიან. მოსწავლეები დაადგენენ
პრობლემურ საკითხებს და დაისახავენ მიზნებს მომავალი სწავლისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/formative.html
განმავითარებელი შეფასება
კვლევები განმავითარებელი შეფასების შესახებ
განმავითარებელი შეფასების ინტეგრირება სწავლებაში გამოწვევაა მასწავლებლებისა და
მოსწავლეებისათვის.ღირს თუ არა ის ამად? კვლევებმა მკაფიო პასუხი გასცეს:დიახ, ღირს.
1998 წელს ბლეიქმა და ვილიამმა სტუდენტის მიღწევაზე განმავითარებელი შეფასების
გავლენის შესახებ 21 კვლევა და 580 სტატია მიმოიხილეს. მათ დაადგინეს, რომ „ინოვაციები,
რომლებიც მოიცავს განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაძლიერებას, ხელს უწყობენ
მნიშვნელოვან და ხშირად არსებით სწავლის შედეგებს “ (გვ. 9). მათ აღმოაჩინეს, რომ ეფექტის
კოეფიციანტია 0.4 და 0.7, რაც უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო ინტერვენციების
უმრავლესობის გავლენა.
6
სთიგინსი (2004) ადასტურებს ამ დასკვნას. მისი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეფექტურმა
საკლასო შეფასებამ შესაძლოა გაზარდოს მოსწავლეების ტესტების შედეგების სრული
სტანდარტული გადახრა, ეს შედეგი კი შედარებადია ერთი ერთზე სწავლების შედეგებთან.
განმავითარებელი შეფასება აუმჯობესებს მოსწავლეების სწავლებას ბაღიდან კოლეჯამდე (Black
et al., 2003). კვლევების თანახმად, ის ყველაზე დადებითად დაბალი აკადემიური მოსწრების
მქონე მოსწავლეებზე მოქმედებს (Black &Wiliam, 1998).
განმავითარებელი შეფასება დამოუკიდებლად არ აუმჯობესებს მოსწავლის სწავლას.
მოსწავლეებს უვითარდებათ სწავლის უნარი, როდესაც განმავითარებელი შეფასებით
შეგროვებული ინფორმაცია კონსტრუქციულად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს
მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ეხმარება მათ, რომ დამოუკიდებლად სწავლა
შესძლონ.
მოსწავლეებს დღეს განსხვავებული გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ.
განმავითარებელი შეფასება ეხმარება მასწავლებლებს, რომ დაინახონ და გაითვალისწინონ მათი
ინდივიდუალური საჭიროებები დიფერენცირებული სწავლების (differentiated instruction.)
მეშვეობით.
სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება არსებითია 21-ე
საუკუნეში წარმატებისათვის. განმავითარებელი შეფასების სტრატეგიული გამოყენებით,
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარები, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.
(self-directed learners)
Developing the skills necessary for lifelong learning is critical for success in the 21st century. By using
formative assessments strategically, students develop the skills to become self-directed learners.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/thinking.html
აზროვნების დონეების შეფასება
შეფასება მოსწავლის აზროვნების გასაუმჯობესებლად
ბევრ საკლასო ოთახში მოსწავლეების აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის
(მოსწავლის ნამუშევრის) საფუძველზე ფასდება. ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი
კითხვების შემთხვევაში ვასკვნიდით, რომ თუ მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი, მან
აზროვნების სწორი სტრატეგია გამოიყენა. ახლა ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.
გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ როგორ დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც თავის ტვინში
მიმდინარეობს. საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს კვალს, რომელიც არა
მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, არამედ მოსწავლეს
უწყობს ხელს, რომ მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. მოსწავლეების აზროვნების არტეფაქტების -
დისკუსიების, გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების შემოწმებით მასწავლებლებს
შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის შესახებ და გამოიყენონ ეს
7
ინფორმაცია ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების დროს სწორი გადაწყვეტილების
მიღებისას.
ანდრანდე (1999) შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები განათლების სპეციალისტებს
ეხმარებათ, რომ ასწავლონ და შეაფასონ მათი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარები:
– განუმარტეთ მოსწავლეებს, რა სახის აზროვნების ოპერაციის შესრულებას ელით მათგან.
– ხშირად განიხილეთ და დაუსახელეთ კარგი აზროვნების მაგალითები სხვადასხვა
პროექტსა თუ საგანში.
– სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ კრიტერიუმებისა და
სტანდარტების შემუშავებაში, რომლითაც შეაფასებთ მათ სააზროვნო უნარებს.
– მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ შეფასების საშუალების
შექმნაში, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება სხვადასხვა პროექტსა და საკითხს.
– აუხსენით მოსწავლეებს, თუ როგორ შეაფასონ საკუთარი თავი ამ შეფასებით და
სთხოვეთ, რომ ივარჯიშონ.
– შეაფასეთ აზროვნების პროცესი, ისევე როგორც აზროვნების პროდუქტი.
– გაუწიეთ უკუკავშირი მათი აზროვნების შესახებ და წაახალისეთ, რომ გაუწიონ
უკუკავშირი ერთმანეთს.
მაღალი სააზროვნო უნარების შეფასება მოითხოვს დაფიქრებულ დაგეგმვასა და სწავლებას.
უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ რომელიმე უნარის გამოყენება მკაფიო
ინსტრუქციების მიცემითა და ინტენსიური პრაქტიკით. სააზროვნო ოპერაციების
განხორციელება უნდა შეფასდეს სხვადასხვა გზებით - აქტივობებით, რომლებიც მიზნად
ისახავენ აზროვნების ცალკეული ოპერაციებისა და სტრატეგიის გამოყენებას, საწერი
დავალებებით და დაკვირვების გამოყენებით.
აზროვნების უნარების ეფექტიანად შეფასებისათვის უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად
სპონტანურად და დამოუკიდებლად იყენებენ მოსწავლეები ამ ოპერაციებს. ამ კონტექსტში
აზროვნების შეფასებისათვის მასწავლებლებმა უნდა დაგეგმონ სასწავლო აქტივობები,
რომლებიც საჭიროებენ სპეციფიური მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას. ამგვარი
აქტივობების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ გაანალიზონ დაწერილი დავალებები,
სასწავლო ჟურნალი და დააკვირდნენ დიდ და პატარა ჯგუფურ ინტერაქციებს სამიზნე
უნარების გამოვლენის მიზნით. რამდენადაც მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზროვნებას
წერითა და საუბრით, ცალკეული სიტყვა ან კითხვა მიანიშნებს სხვადასხვა აზროვნების
ოპერაციაზე და მიაწვდის მასწავლებელს ინფორმაციას, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მათ
დამოუკიდებლად და ეფექტურად.
თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ მოსწავლეს არ შეუძლია კრიტიკულად ან შემოქმედებითად
აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა ან თავის სწავლაზე რეფლექსია, მან დამატებით უნდა
ახსნას ისინი. თუ მოსწავლეებს შეუძლიათ მაღალი დონის აზროვნება, მაგრამ არ იციან რომელი
უნარი უნდა გამოიყენონ, სანამ მასწავლებელი არ მიუთითებს, მაშინ საჭიროა, რომ ავუხსნათ
8
მათ თუ როდის და როგორ ხდება თითეული ამ უნარის გამოყენება, ასევე თუ რა ღირებულება
და მნიშვნელობა აქვთ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოჰყონ იმ კომპლექსური ამოცანების
დეტალები, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსური აზროვნების უნარებს, ასევე მოიფიქრონ
აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებას დაანახებს.
მასწავლებლები არ უნდა ელოდნენ მოსწავლეებისაგან მაღალი სააზროვნო უნარების
გამოყენებას ერთი, ან თუნდაც ხუთი გაკვეთილის შემდეგ. ეს უნარები მუდმივად უნდა
ვითარდებოდეს და ფასდებოდეს სხვადასხვა კონტექსტში. საკლასო ოთახებში, სადაც ფასდება
მაღალი სააზროვნო უნარები, აზროვნების შესახებ საუბარი ყოველი საკითხისა და გაკვეთილის
ნაწილია. აქ არ არსებობს „კარგით, ახლა ჩავატაროთ გაკვეთილი აზროვნებაზე“. ამის მაგივრად
არის „ახლა ჩვენ ვიაზროვნებთ მეცნიერულად“, და „ახლა ჩვენ ავტორივით ვიფიქრებთ“.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/successful.html
წარმატებული შეფასება
აამუშავეთ ის თქვენს სკოლაში
საკლასო აქტივობებში შეფასების სხვადასხვა ტიპების ეფექტური ინტეგრირება „მოახდენს
მნიშვნელოვან ცვლილებას მოსწავლის, როგორც მსწავლელის როლზე და მასწავლებლის,
როგორც მოსწავლის შესაძლებლობების განმავითარებლის როლზე“(Black et al., 2003,p. 102-3).
პოლ ბლეიქი და მის კოლეგები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასწავლებლებთან ორ
ინგლისურ საშუალო სკოლაში განმავითარებელი შეფასების დანერგვაზე სასწავლო პრაქტიკაში
„King's-Medway-Oxfordshire განმავითარებელი შეფასების“ პროექტის ფარგლებში (KMOFAP).
პროექტის დასასრულს მკვლევარებმა საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია
განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასწავლო პროცესის რადიკარული ცვლილების გარეშე,
რადგან ამ ტიპის შეფასება საკლასო სწავლების არსებითი კომპონენტია“ (გვ. 7).
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუდმივი განმავითარებელი შეფასების ბუნებრივი შედეგია ის,
რომ საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები არა მხოლოდ რეგულარულად იღებენ
სასარგებლო ინფორმაციას მათი სწავლის პროცესის პროგრესის შესახებ, არამედ ისინი
აქტიურად მონაწილეობენ იმ აქტივობებში, რომლებიც მათ ეხმარებათ ცოდნისა და უნარების
სწავლაში ტრასფორმაციაში. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესის კულტურის (student-centered classroom culture) მხოლოდ ერთ-ერთი
კომპონენტია. მოსწავლეთა ჩართულობისათვის მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში
სოციალურ მეცნიერებებსა და მათემატიკაში (social studies and math classrooms) მოსწავლეთა
შეფასების სხვადასხვა ტიპის გარდა აუთენტური აქტივობებიც გამოიყენება.
მასწავლებლებს, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება და სწავლების საკითხების
შესწავლა მიმდინარეობდა გარემოში, სადაც შეფასება ხდებოდა მხოლოდ საბოლოო
9
გამოცდებისა და რეფერატების გზით, არა აქვთ განმავითარებელი შეფასების ეფექტური
გამოყენების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი უნარები. ამ მიმართულებით წარმატების
მისაღწევად პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია.
მასწავლებლები არ ასწავლიან ვაკუუმში. მათი სამუშაო ადმინისტრაციულ შენობებში
მიმდინარეობს, ისინი ადმინისტრატორებსა და სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობენ და
იზიარებენ არსებულ სასკოლო კულტურას. განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება
და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო კულტურის შექმნა მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას
და ლიდერობას (leadership ) ყველა დონეზე.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it.html
სცადეთ
შეიტყვეთ მეტი Intel® Education-ის პროექტების შეფასების აპლიკაციის შესახებ - მისი
მეშვეობით შესაძლებელია შეფასების ახალი საშუალებების (ინსტრუმენტის) შექმნა 21-ე
საუკუნის უნარების ბიბლიოთეკაში შეფასების მაგალითების მოძიებით, შერჩევითა და
მოდიფიცირებით. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეფასების საშუალების(ინსტრუმენტის) შექმნა
და შენახვა ან იმ შეფასების ინსტრუმენტების მოდიფიცირება, რომელიც აფასებს პრობლემის
გადაწყვეტის, თვითრეგულირების, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
დემო ვერსია
(Demo HYPERLINK "http://educate.intel.com/ASSESSING-
DEMO/PersonalLibraryPage.aspx?channel=en-US&tid=ap">)
გამოიყენეთ დემო ვერსია შეფასებების ბიბლიოთეკის შესასწავლად და გამოსცადეთ
ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და
შესრულების შეფასების მეგზურები.
გზამკვლევი
(Tutorial HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-
projects/try-it/tutorial.html">)
გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს პროექტების შეფასების აპლიკაცია:
– დაათვალიერეთ ბიბლიოთეკა და მოიძიეთ შეფასების საშუალებები (ინსტრუმენტები).
– გადააკეთეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების,
პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები თქვენი საჭიროების შესაბამისად.
– გადმოაკოპირეთ მახასიათებლები ან საკითხები სხვა შეფასების საშუალებებიდან
(ინსტრუმეტებიდან).
– შექმენით შეფასება ნულიდან.
– მართეთ პერსონალური ბიბლიოთეკა.
10
– გააკეთეთ შეფასების ექსპორტირება კოლეგისათვის ან თქვენს კომპიუტერში.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it/tutorial.html
გზამკვლევი
პროექტების შეფასების აპლიკაციის გამოყენება
მის სოჰნი მესამე კლასის მასწავლებელია. ის გეგმავს, ჩაატაროს სასწავლო პროექტი მარტივ
მანქანებზე. მას უნდა, რომ მისი კლასის მოსწავლეებმა ითანამშრომლონ პარტნიორ კლასთან
სხვა შტატში და ერთად შეისწავლონ ეს საკითხი მათ გარემოში, შექმნან და შემდეგ ერთმანეთს
გაუზიარონ მარტივი მანქანები. ისინი გეგმავენ ვიკის შექმნას მოსწავლეების ნამუშევრების
ინტერნეტში ასატვირთად. ამ გაკვეთილის დროს მის სოჰნი თვითრეგულირებისა და
თანამშრომლობის 21-ე საუკუნის უნარებზე გაამახვილებს ყურადღებას. ის იყენებს პროექტების
შეფასების აპლიკაციას, რომ შექმნას თავისი შეფასება,რომელიც მოიცავს:
– იდეას გონებრივი იერიშისათვის. ამისთვის მან დაათვალიერა (browses) შეფასების
ბიბლიოთეკა, რომ ენახა, თუ რა ტიპის შეფასებები არის ხელმისაწვდომი იმ საკითხებთან
დაკავშირებით, რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ.
– შემდეგ მან მოიძია (searches) საშუალებები თვითრეგულირებადი სწავლის,
თანამშრომლობის უნარების შესაფასებლად მარტივი მანქანების თემატიკაზე.
– მან იპოვა თვითრეგულირებადი სწავლის შესაფასებელი რუბრიკა და თანამშრომლობის
ჩეკლისტი, რომელსაც გამოიყენებს გაკვეთილზე მას შემდეგ, რაც გადააკეთებს (modify)
მათ პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით.
– ადრე მის სოჰნმა შექმნა და წარმატებით გამოიყენა რუბრიკა ვიკი სისტემაში
ატვირთული მოსწავლეების ნამუშევრების შესაფასებლად. მან ის შეინახა მასწავლებლის
სამუშაო სივრცეში შეფასების ნულიდან შექმნის (create this assessment from scratch.)
აპლიკაციის გამოყენებით.
– მის სოჰნს უნდა, რომ მისი შეფასება აფასებდეს 21-ე საუკუნის უნარებს, ამიტომ მან
მიმართა სწრაფი ძებნის ფუნქციას, რომ გადმოეკოპირებინა შტრიხები (copy traits) სხვა
შეფასებებიდან და დაემატებინა ისინი მისი ვიკის რუბრიკისათვის.
შეფასების რამდენიმე საშუალების შექმნის შემდეგ, მის სოჰნმა დაალაგა ისინი პირადი
ბიბლიოთეკის მართვის (managing her Personal Library) ფუნქციის გამოყენებით.
გრაფიკებისა და სხვა მახასიათებლების დასამატებლად, ასევე კოლეგებისათვის თავისი
შეფასების გასაზიარებლად, მის სოჰნმა გააკეთა შეფასების ექსპორტირება (exports)
კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და გამოიყენა ელ. ფოსტა თავისი რესურსების
გასაზიარებლად.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-plans.html
შეფასების გეგმები
11
მაგალითები დასაწყებად
მიმართეთ თქვენს კოლეგებს იდეებისათვის, თუ როგორ გამოიყენოთ მოსწავლეზე მიმართული
შეფასების სტრატეგიები საკლასო ოთახში. გამოიყენეთ სხვა მასწავლებლების გამოცდილება 8
ნაწილიან შეფასების გეგმებში, რომელიც მოიცავს რეალურ შეფასებებს, სწავლების დეტალურ
პროცედურებსა და მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების მაგალითებს.
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები (Elementary Assessment Plans HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary.html?inSelectors=2.0">)
სხავადასხვა საგნის 4 ნაწილიანი დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები წარმოადგენს
დასრულებულ პროექტებს, რომელსაც შეგიძლიათ გაუკეთოთ ადაპტირება თქვენი სწავლის
პროცესისათვის ან დანერგოთ არსებული სახით.
საბაზო კლასების შეფასების გეგმები (Secondary Assessment Plans HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary.html?inSelectors=2.1">)
სხვადასხვა საგნის 4 ნაწილიანი საბაზო კლასების შეფასების გეგმები დაგეხმარებათ
მოსწავლეზე მიმართული პროექტის დამოუკიდებლად გაკეთებაში.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary.html?inSelectors=2.0
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები, რომლებიც მომზადებული და დანერგილია
მასწავლებლების მიერ, მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიებს.
საშიში ცხოველები: საიდან ვიცით, თუ რაა რეალური და რისი უნდა გვჯეროდეს?
II კლასი, მეტყველების ხელოვნება, მეცნიერება, ჯანმრთელობა
უმკურნელებდით ავადმყოფ ვეფხვს? მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ თაგვზე, რომელსაც მელამ
მტკივანი კბილის მორჩენა სთხოვა, მოსწავლეები თავის თავს ამ ამბავთან გააიგივებენ. ისინი
საშიში ცხოველების მახასიათებლებს განსაზღვრავენ, ფიქრობენ კბილის ექიმთან წასვლის
მნიშვნელობაზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეიძლება თუ არა თაგვის გამართლება იმაში,
რომ უარი თქვა „საშიში ცხოველის“ განკურნებაზე.
ბიოგრაფიები: ყველას აქვს ისტორია: რითი გამოვირჩევით?
III-V კლასი, მეტყველების ხელოვნება
12
დაწყებითი კლასების მოსწავლეები კითხულობენ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებსა და
სწავლობენ, თუ რა ქმნის კარგ ბიოგრაფიას. ისინი ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში
მცხოვრებ მოხუცებს ინტერვიუებს ართმევენ და ჟურნალს აკეთებენ. ბოლოს, ისინი უზიარებენ
თავიანთ ჟურნალს ადამიანებს, რომლებსაც ინტერვიუ ჩამოართვეს.
წილადები: მნიშვნელოვანია თუ არა სიზუსტე?
III-V კლასები, მათემატიკა
მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს
უკავშირდება. კვლევის ჩატარების შემდეგ ისინი აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ
პრეზენტაციებს, სადაც აჩვენებენ წილადების ცოდნის მნიშვნელობას მათ მიერ არჩეულ
პროფესიებში.
შტორმის ყურება: როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებაზე?
IV-VI კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,მათემატიკა, მეტყველების ხელოვნება
მოსწავლეების დავალებაა, რომ გააკეთონ ამინდის პროგნოზის პრეზენტაცია გლობუსის
გარშემო მას შემდეგ, რაც ჩაატარებენ მეცნიერულ კვლევას ამინდის მოვლენის შესახებ.
ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის.
ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა
სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ
მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული
უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის
ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ
დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო
პროცესში გამოყენებისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary/fraction-quest.html?inSelectors=2.0.2
წილადები
მოკლე შინაარსი
მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს
უკავშირდება. ისინი იკვლევენ, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები და წარადგენენ თავით მიგნებებს
ისეთ კითხვებზე, როგორიცაა ნუთუ სიზუსტე მართლა ასე მნიშვნელოვანია? და როგორ
გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად
13
შესასრულებლად? მოსწავლეები სწავლობენ წილადების შეკრებას, გამოკლებას გამრავლებასა
და გაყოფას, რათა გასცენ პასუხი თემატურ კითხვას: როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას
წილადების გაგება? აქტივობის კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლეების რეფლექსია
წილადების ცოდნის მნიშვნელობაზე ცალკეულ პროფესიაში და მათ ახლანდელ და მომავალ
ცხოვრებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
– ზოდადი კითხვა
ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე?
– თემატური კითხვები
მნიშვნელოვანია თუ არა წილადები,თუ მათ გარეშე უკეთ ვიქნებოდით?
როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის
კარგად შესასრულებლად?
როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება?
– შინაარსობრივი კითხვები
რა არის წილადი?
როგორ შეკრიბავთ, გამოაკლებთ,გაამრავლებთ და გაყოფთ წილადებს?
რა განსხვავებაა მრიცხველსა და მნიშვნელს შორის?
შეფასების დროში გაწერილი გეგმა
შეფასების განრიგი
განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური
შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ
როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ.
შეფასების განრიგი
სანამ პროექტზე მუშაობა
დაიწყება
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე და ასრულებენ
დავალებებს
პროექტის დასრულების შემდეგ
• ჟურნალი • თანამშრომლობ
ითი ჩეკლისტი
• პროექტის
რუბრიკა
• პროექტის
კონფერენციე
ბი
• პრეზენტაციის
ჩეკლისტი
• დიაგრამა
• რეფლექსია
14
• პოსტერის
ჩეკლისტი
• პრეზენტაციის
ჩეკლისტი
• კვლევის
ჩეკლისტი
• დაგეგმვის
ფურცლები
• გამოკითხვა
• პროექტის
რუბრიკა
შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი
ჟურნალი მოსწავლეები მინიშნებებს თავიანთ მათემატიკის ჟურნალში
პასუხობენ, რომელიც თემატურ კითხვებსა და წილადებს
უკავშირდება. მასწავლებლები ამოწმებენ საკითხის გაგებას და
საჭიროების მიხედვით ატარებენ დამატებით გაკვეთილებს.
პოსტერის ჩეკლისტი
მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს იმისთვის, რომ შეამოწმონ,
პოსტერისთვის ყველა მოთხოვნა დააკლაყოფილეს თუ არა.
მასწალებლები იყენებენ მას, რომ შეამოწმონ დასრულებული
პოსტერი.
თანამშრომლბითი
ჩეკლისტი
მოსწალეები ჩეკლისტს თავიანთი თანამშრომლობის უნარების
მონიტორინგისათვის იყენებენ,რადგან პოსტერზე ჯგუფურად
მუშაობენ. მასწავლებლები განიხილავენ მას მოსწავლეებთან ერთად
პროექტის კონფერენციებზე და მიუთითებენ მოსწავლეებს,რომ
გამოიყენონ ის ჯგუფური მუშაობის დროს.
პროექტის რუბრიკები
მოსწავლეები რუბრიკებით ხელმძღვანელობენ მთელი პროექტის
მანძილზე. მასწავლებლები იყენებენ ჟურნალებს, ჩეკლისტებს,
დაგეგმვის ფურცლებს, საკონფერენციო ჩანიშვნებს და რეფლექსიებს
რომ შეამოწმონ საკითხის გაგება რუბრიკების მეშვეობით.
პრეზენტაციის ჩეკლისტი
მათი მეშვეობით მოსწავლეები პრეზენტაციის ფაზებზე მუშაობენ და
აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი იყენებს ჩეკლისტს შინაარსის
ინტეგრირებისა და პრეზენტაციის საერთო ეფექტურობის
შესაფასებლად.
კვლევის ჩეკლისტი
მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი
კვლევის პროცესში. მასწავლებლები ამოწმებენ პროექტს
კონფერენციების დროს, რომ დარწმუნდნენ,რომ მოსწავლეები სწორი
გზით მიდიან.
პროექტის
კონფერენციები
მასწავლებლები გეგმავენ ინდივიდუალურ პროექტის
კონფერენციების მოსწავლეების მათემატიკური გაგების, აზროვნების
უნარების, თანამშრომლობისა და კვლევის პროცესის შესაფასებლად.
პროექტის კონფერენციების დროს გათვალისწინებულია დრო
15
უკუკავშირისათვის, იმ საკითხების ახსნისათვის, რომელიც
მოსწავლემ ვერ გაიგო ან დამატებითი გაკვეთილისათვის. კითხვები
და ჩანიშვნები წარმოადენენ დოკუმენტირებას საბოლოო პროექტის
შეფასებისათვის.
დაგეგმვის ფურცლები
(Storyboard)
მოსწავლეები მას პრეზენტაციაზე მუშაობის დაგეგმვისა და
მონიტორინგისათვის იყენებენ.მასწავლებლები განიხილავენ მას
პროექტის კონფერენციების დროს,რომ შეაფასონ, ყველა მოთხოვნა
დაკმაყოფილებულია თუ არა.
გამოკითხვა
მასწავლებლები იყენებენ გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების
პროგრესის შესაფასებლად,გაგების შესამოწმებლად, მოსწავლეების
მაღალი დონის აზროვნებისაკენ წასახალისებლად.პროექტის
მანძილზე მასწავლებლები პერიოდულად უბრუნდებიან
მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომ გაანალიზონ
მოსწავლეების გაგება.
დიაგრამა
მასწავლებლები ინიშნავენ თემატურ და არსებით კითხვებზე
მოსწავლეების პასუხებს თითოეული პრეზენტაციის შემდეგ. ეს
ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სწავლის გადახალისებაში,
კავშირების დამყარებაში და საბოლოო რეფლექსიისათვის
მოსამზადებლად.
რეფლექსია
მოსწავლეები ახორციელებენ რეფლექსიას იმისთან დაკავშირებით,
თუ როგორ ეხმარება წილადები მათ ახლა და როგორ დაეხმარება
მომავალში. მასწავლებლები განიხილავენ საბოლოო რეფლექსიებს
მოსწავლეების გაგების გაუმჯობესების შესაფასებლად.
დამსახურება
დევიდ ფრენკლიმ მონაწილება მიიღო Intel® Teach პროგრამაში და ჩამოაყალიბა სასწავლო
პროექტის იდეა. მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary.html
საბაზო კლასების შეფასების გეგმები
შემთხვევითი აღმოჩენები: რას შეგვიძლია მივაგნოთ შემთხვევით?
VI-VIII კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მოსწავლეებმა მეცნიერი გამომგონებლების როლი უნდა შეასრულონ, რომლებიც ახალი
ნივთიერების საბაზრო გამოყენების გზების საპოვნელად დაიქირავეს. მათ უნდა გამოიყენონ
16
ცოდნა არსებული საკითხის შესახებ და ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომ დაამტკიცონ, რომ მათი
იდეა რეალურია და ხალხი იყიდის მათ პროდუქტს.
დიდი მოაზროვნეები: რა ცვლის ჩვენს სამყაროს?
VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები, მეტყველების ხელოვნება
მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს დიდ მოზროვნეებს, ადამიანებს,რომლებმაც მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინეს დროზე. თითეულმა მოსწავლემ უნდა მოიძიოს „დიდი მოაზროვნე“, შემდეგ
კი თავი მის როლში წარმოიდგინოს და გაუზიაროს მოაზროვნის ცხოვრება და მიღწევები თავის
თანაკლასელებს.
შუა საუკუნეები: შეგვიძლია ვიყოთ თუ არა ისეთები, როგორებიც გვინდა?
VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები
მოსწავლეები შუასაკუნეებს შეისწავლიან და არჩევენ პიროვნებას - მეფეს ან დიდგვაროვანს,
რომლის ცხოვრებას გამოიკვლევენ და წარმოადგენენ პრეზენტაციაში. მოსწავლეები
განიხილავენ მათი ცხოვრების ყოველ დეტალს, ააშენებენ ოცნების ციხე-კოშკს და მოამზადებენ
სამეფო წვეულებას.
პირველი მსოფლიო ომი: ომი, რომ აღარ ყოფილიყო ომები? რა წარმოშობს კონფლიქტს?
მე-9-მე-12 კლასები, ამერიკის ისტორია
მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას პირველ მსოფლიო ომზე, გააკეთებენ გაზეთსა და
მულტიმედია პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებენ სიმულირებული საომარი სანგრების
თამაშში და შეისწავლიან ომის პროპაგანდას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის.
ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა
სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ
მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული
უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის
ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ
დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო
პროცესში გამოყენებისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary/great-thinkers.html?inSelectors=2.1.1
დიდი მოაზროვნეები
17
მოკლე შინაარსი
ამ სასწავლო პროექტის დროს მოსწავლეები შეისწავლიან დიდ მოაზროვნეებს, რომლებმაც
მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. მოსწავლეებმა დიდი მოაზროვნის როლი
უნდა მოირგონ და მთელი კვლევის მანძილზე პასუხი შემდეგ შინაარსობრივ კითხვებს უნდა
გასცენ: როგორ შეცვალეს ამ „დიდმა მოაზროვნეებმა“ მსოფლიო? რა დაბრკოლებები გადალახეს
მათ მსოფლიოს შესაცვლელად? და ვინ მოახდინა გავლენა მათ შრომებზე? კვლევის
საფუძველზე მოგროვებული ინფორმაციის სინთეზის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან „მე ვარ“
ლექსებს და წერენ დღიურს მათი დიდი მოაზროვნის სახელით. კულმინაციურ აქტივობას
წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები უნდა „გარდაისახონ“ მის მიერ გამოკვლეულ დიდ
მოაზროვნედ და წარადგინონ მისი ცხოვრება და მიღწევები კლასის წინაშე. საბოლოო
რეფლექსიაში მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ არსებით და თემატურ კითხვებს: რა არის
საჭირო ჩვენი მსოფლიოს შესაცვლელად? და რომელმა ადამიანებმა მოახდინეს გავლენა ჩვენს
მსოფლიოზე?
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
– ზოგადი კითხვა
რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
– თემატური კითხვები
ვინ მოახდინა ჩვენს სამყაროზე დადებითი გავლენა?
– შინაარსობრივი კითხვები
როგორ შეცვალეს სამყარო დიდმა მოაზროვნეებმა?
რა გავლენა ჰქონდა მათ ღვაწლს?
რა დაბრკოლებები გადალახეს სამყაროს შესაცვლელად?
შეფასების დროში გაწერილი გეგმა
შეფასების განრიგი
განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური
შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ
როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ.
შეფასების განრიგი
სანამ პროექტზე მუშაობა
დაიწყება
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე და ასრულებენ
დავალებებს
პროექტის დასრულების
შემდეგ
18
• K-W-L დიაგრამა
• ჩამონათვალი
• K-W-L
დიაგრამა
• კვლევის
ტესტი
• ჟურნალი
• გამოკითხვა
• K-W-L
დიაგრამა
• ჩანიშვნები
• თანასწორთა
უკუკავშირი
• დღიურის შეფასების
ფორმა
• ზეპირი კონტენტის
შეფასების ფორმა
• ზეპირი პრეზენტაცია
• K-W-L
დიაგრამა
• გამოკითხვა
• ზეპირი
კონტენტის
შეფასების
ფორმა
• ზეპირი
პრეზენტაციის
შეფასების
ფორმა
• რეფლექსია
შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი
K-W-L
დიაგრამა
მოსწავლეები ავითარებენ საკლასო და ინდივიდუალურ ვიცი-მინდა ვიცოდე -
ვისწავლე დიაგრამებს დიდი მოაზროვნეების შესახებ. მოსწავლეები იყენებენ
მათ საკითხის გაგებისათვის, იდეების გონებრივი იერიშისათვის, კვლევისათვის
კითხვების ჩამოყალიბებისათვის და თავიანთ სწავლაზე რეფლექსიისათვის.
მასწავლებლები იყენებენ K-W-L დიაგრამას საწყის ეტაპზე მზაობისა და
ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის
სასწავლო პროექტის განხორციელებისას,რამდენადაც მოსწავლეები
განიხილავენ დიაგრამას და აკეთებენ რეფლექსიას საკუთარ სწავლაზე.
ჩამონათვალი მოსწავლეები ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს ადგენენ და ირჩევენ 5
მათგანს, რომლებმაც მათი აზრით მსოფლიოზე დადებით გავლენა მოახდინეს.
ის ეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამოვლენაში და მათი აზროვნების
ორგანიზებაში. მასწავლებელი იყენებს ამ ინფრომაციას იმის შესაფასებლად, თუ
რა ტიპის ადამიანებზე ფიქრობენ მოსწავლეები იმას, რომ მათ დადებითი
გავლენა იქონიეს მსოფლიოზე. ამის მიხედვით წარიმართება დისკუსიები
თემაზე, თუ რა მნიშვნელოვანი თვისებები აქვთ დიდ მოაზროვნეებს.
ჟურნალი მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და
პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს
კონფერენციების დროს, რომ აწარმოოს უკუკავშირი, ახსნას ის, რაც არასწორად
ესმის მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაშუ ჩაუტაროს დამატებითი
გაკვეთილი. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კვლევის ბოლოს ანალიზისა და
სინთეზის უნარების შესაფასებლად.
გამოკითხვა გამოკითხვის სტრატეგიებს მასწავლებლები მოსწავლეების სწავლის პროგრესის,
გაგების შემოწმების,მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების
წახალისებისათვის იყენებენ.მასწავლებლები გამოკითხავენ მოსწავლეებს
ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე პროექტის
19
კონფერენციებზე. მასწავლებლები უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ
საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას,რომ გაანალიზონ მოსწავლეების
გაგება.
კვლევის
ტესტი
მოსწავლეებს ურიგდებათ მოკლე კვლევის ტესტი, რათა საკუთარი პროგრესი
შეაფასონ. ეს ტესტი მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას კვლევის
მდგომარებაზე მოცემული მომენტისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტესტი
აჩვენებს მოსწავლეებს, თუ კიდევ რა უნდა მოიძიონ არჩეული დიდი
მოაზროვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ჩანიშვნები ამ არაფორმალურ შეფასებებში ინდივიდებზე, ჯგუფებზე თუ კონფერენციების
დროს დაკვირვებისა და ინტერაქციების ჩანიშვნები წარმოადგენენ
დოკუმენტირებას საბოლოო შეფასებისათვის.
ლექსების
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები ლექსების შეფასების ფორმას იყენებენ მათი სამუშაოს ხარისხის
შესაფასებლად და აწარმოებენ თანასწორთა უკუკავშირს „მე ვარ“ ლექსების
წერისას, რედაქტირებისას და განხილვისას. მასწავლებელი იყენებს მას ლექსების
საბოლოო შეფასებისათვის.
თანასწორთა
უკუკავშირი
მოსწავლეები იყენებენ ლექსების შეფასების ფორმას თანატოლებისათვის
უკუკავშირის გასაწევად მათი ლექსების შესახებ. ისინი ერთმანეთს ქულებს კი არ
უწერენ, არამედ ხაზს უსვამენ ლექსების შეფასების ფორმაში არსებულ აღწერებს,
რომლებიც მიესადაგება მის ლექსს. თანასწორთა უკუკავშირის მიზანია
გაუმჯობესება და არა განსჯა.
დღიურის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები დღიურის შეფასების ფორმას იყენებენ საკუთარი სამუშაოს
ხარისხის მონიტორინგის მიზნით. მასწავლებლები მას საბოლოო შეფასებისას
მიმართავენ.
ზეპირი
პრეზენტაციის
შინაარსის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის
სახელით, რისთვისაც პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმას იყენებენ,რაც
მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების
დაზუსტებაში ეხმარებათ. ეს არის პირველი სტუდენტების სიტყვით გამოსვლის
შეფასების ფორმებიდან. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის
შინაარსს, მაშინ როდესაცზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა ამოწმებს
უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას. მასწავლებელი იყენებს მას ზეპირი
შინაარსის შეფასებისათვის.
ზეპირი
პრეზენტაციის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის
სახელით, რის შესაფასებლადაც ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმას
იყენებენ, რომელიც მათ პრეზენტაციის მომზადებასა და გაკეთებაში, ასევე
პრაქტიკული სესიის კითხვების დაზუსტებაში ეხმარება. მასწავლებელი მას
ზეპირი პრეზენტაციის შეფასებისათვის იყენებს.
რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს პროექტის
დროს, უბრუნდებიან არსებით და თემატურ კითხვებს: „რა არის საჭირო
სამყაროს შესაცვლელად?“ და „ვინ მოახდინა დადებითი გავლენა მსოფლიოზე?“.
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასება

Contenu connexe

Tendances

სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიაmaisuradzenatia
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიოOlgha Bochorishvili
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიRusudan Gonashvuli
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიDavit Chivadze
 
პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაAna Meladze
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიNino Akhalkatsi
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიაNatia Gvilia
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიAsmat Diasamidze
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმაnunukailuridze60
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვაRusudan Gonashvuli
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
წიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარებაწიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარებაLela Goginashvili
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptari
 

Tendances (20)

მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნები
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვა
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
გამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციებიგამჭოლი კომპეტენციები
გამჭოლი კომპეტენციები
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმებიპროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
 
პროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრულიპროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრული
 
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმასასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
სასწავლო პროექტის ჩემი გეგმა
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
ჯიგსოუ
ჯიგსოუჯიგსოუ
ჯიგსოუ
 
წიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარებაწიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარება
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 

Similaire à პროექტის შეფასება

შეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაციაშეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაციაmiranda gorgoshidze
 
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაშეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაketevanzakareisvili
 
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაშეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაabzianidzee
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)Nargiz Kiliptari
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალიritadateshidze
 
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალიnatiatomashvili
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიsarishvilimarina
 
Assessment plan checklist (2) (1)
Assessment plan checklist (2) (1)Assessment plan checklist (2) (1)
Assessment plan checklist (2) (1)Makvala Mamuladze
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიlomadze70
 
ფასილიტატორები I დღე.pptx
ფასილიტატორები I დღე.pptxფასილიტატორები I დღე.pptx
ფასილიტატორები I დღე.pptxLela Chaava
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიRusudan Gonashvuli
 
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების  კრიტერიუმებისასწავლო პროექტის გეგმის შეფასების  კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებიlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმის ჩექლისტი
სასწავლო პროექტის  გეგმის ჩექლისტისასწავლო პროექტის  გეგმის ჩექლისტი
სასწავლო პროექტის გეგმის ჩექლისტიjeiranberidze
 
Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებისასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებიlomadze70
 
Unit plan checklist
Unit plan checklistUnit plan checklist
Unit plan checklistnanci68
 
თვითშეფასება
თვითშეფასებათვითშეფასება
თვითშეფასებაDaria Gabashvili
 
ტრენინგის ანგარიში 1
ტრენინგის ანგარიში  1ტრენინგის ანგარიში  1
ტრენინგის ანგარიში 1Diana Chaladze
 

Similaire à პროექტის შეფასება (20)

შეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაციაშეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაცია
 
Assessment rubric
Assessment rubricAssessment rubric
Assessment rubric
 
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაშეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკა
 
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკაშეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკა
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩმონატვალი
 
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმა, კრიტერიუმების ჩამონათვალი
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
 
Assessment plan checklist (2) (1)
Assessment plan checklist (2) (1)Assessment plan checklist (2) (1)
Assessment plan checklist (2) (1)
 
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალიშეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი
 
ფასილიტატორები I დღე.pptx
ფასილიტატორები I დღე.pptxფასილიტატორები I დღე.pptx
ფასილიტატორები I დღე.pptx
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 
Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)
 
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების  კრიტერიუმებისასწავლო პროექტის გეგმის შეფასების  კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
 
სასწავლო პროექტის გეგმის ჩექლისტი
სასწავლო პროექტის  გეგმის ჩექლისტისასწავლო პროექტის  გეგმის ჩექლისტი
სასწავლო პროექტის გეგმის ჩექლისტი
 
Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)Unit plan checklist(1)
Unit plan checklist(1)
 
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმებისასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმები
 
Unit plan checklist
Unit plan checklistUnit plan checklist
Unit plan checklist
 
თვითშეფასება
თვითშეფასებათვითშეფასება
თვითშეფასება
 
ტრენინგის ანგარიში 1
ტრენინგის ანგარიში  1ტრენინგის ანგარიში  1
ტრენინგის ანგარიში 1
 

Plus de bitsadzetamuna

შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის
შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვისშეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის
შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვისbitsadzetamuna
 
მოსწავლის ნაშრომი ფული
მოსწავლის ნაშრომი   ფულიმოსწავლის ნაშრომი   ფული
მოსწავლის ნაშრომი ფულიbitsadzetamuna
 
შეფასების ცხრილი
შეფასების ცხრილიშეფასების ცხრილი
შეფასების ცხრილიbitsadzetamuna
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებაbitsadzetamuna
 
თვითშეფასება
თვითშეფასებათვითშეფასება
თვითშეფასებაbitsadzetamuna
 
Money in our lives. პრეზენტაცია
Money in our lives. პრეზენტაციაMoney in our lives. პრეზენტაცია
Money in our lives. პრეზენტაციაbitsadzetamuna
 
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგევიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგეbitsadzetamuna
 
ბუკლეტის ჩეკლისტი
ბუკლეტის ჩეკლისტიბუკლეტის ჩეკლისტი
ბუკლეტის ჩეკლისტიbitsadzetamuna
 

Plus de bitsadzetamuna (13)

Trainings
TrainingsTrainings
Trainings
 
შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის
შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვისშეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის
შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის
 
CV
CVCV
CV
 
მოსწავლის ნაშრომი ფული
მოსწავლის ნაშრომი   ფულიმოსწავლის ნაშრომი   ფული
მოსწავლის ნაშრომი ფული
 
შეფასების ცხრილი
შეფასების ცხრილიშეფასების ცხრილი
შეფასების ცხრილი
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
 
თვითშეფასება
თვითშეფასებათვითშეფასება
თვითშეფასება
 
ბროშურა
ბროშურაბროშურა
ბროშურა
 
Money in our lives. პრეზენტაცია
Money in our lives. პრეზენტაციაMoney in our lives. პრეზენტაცია
Money in our lives. პრეზენტაცია
 
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგევიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე
ვიცი მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე
 
ბუკლეტის ჩეკლისტი
ბუკლეტის ჩეკლისტიბუკლეტის ჩეკლისტი
ბუკლეტის ჩეკლისტი
 
ბროშურა
ბროშურაბროშურა
ბროშურა
 
Money in our lives.
Money in our lives.Money in our lives.
Money in our lives.
 

პროექტის შეფასება

  • 1. 1 პროექტების შეფასება სარჩევი პროექტების შეფასება.......................................................................................................................... 1 მიმოხილვა და სარგებელი.............................................................................................................. 2 შეფასების მიზნები....................................................................................................................... 3 შეფასების ტიპები......................................................................................................................... 4 განმავითარებელი შეფასება......................................................................................................... 5 აზროვნების დონეების შეფასება.................................................................................................. 6 წარმატებული შეფასება................................................................................................................ 8 სცადეთ ............................................................................................................................................. 9 დემო ვერსია.................................................................................................................................. 9 გზამკვლევი..................................................................................................................................10 შეფასების გეგმები...........................................................................................................................10 დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები...................................................................................11 საბაზო კლასების შეფასების გეგმები.........................................................................................15 შეფასების სტრატეგიები.................................................................................................................20 მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა...........................................................21 თვითრეგულირებისა დათანამშრომლობის წახალისება.........................................................24 პროგრესის მონიტორინგი...........................................................................................................26 გაგების შემოწმება........................................................................................................................28 გაგების დემონსტრირება.............................................................................................................31 ეფექტური პროექტების შექმნა...........................................................................................................34 პროექტის შექმნა.............................................................................................................................34 პროექტის მახასიათებლები........................................................................................................36 პროექტების დაგეგმვა.................................................................................................................38 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.............................................................................40 პროექტებიმოქმედებაში.............................................................................................................42 აზროვნების უნარები......................................................................................................................43 აზროვნების უნარების კონცეფციები.........................................................................................44 მაღალი სააზროვნო უნარები......................................................................................................46
  • 2. 2 რწმენებიდა დამოკიდებულებები.............................................................................................47 აზროვნების სწავლება.................................................................................................................49 სწავლების სტრატეგიები................................................................................................................51 წინარე ცოდნა...............................................................................................................................53 გრაფიკული ორგანაიზერები......................................................................................................55 თანამშრომლობითისწავლა........................................................................................................56 გამოკითხვა..................................................................................................................................58 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-benefits.html მიმოხილვა და სარგებელი 21-ე საუკუნის უნარების სწავლება 21 საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომია, ადამიანებს მიეცათ უსაზღვრო შესაძლებლობები საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობისა თუ გართობისათვის. დღეს სამუშაო ადგილებზე, როდესაც კომპიუტერი რუტინულ სამუშაოს ასრულებს, დასაქმებულების დიდი ნაწილის საქმიანობა მათგან მოქნილ და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასეთ გარემოში წარმატებისათვის სკოლებმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საბაზო უნარების განვითარება უნდა შესთავაზონ. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ტექნოლოგიების განვითარება, კომუნიკაცია და თვითრეგულირება. პროექტების შეფასება მასწავლებლების საჭიროებებს ითვალისწინებს: – უფასო ონლაინ აპლიკაცია თქვენი საკუთარი შეფასების საშუალებები ინსტრუმენტების (ჩეკლისტი, რუბრიკა, ღია ტექტის შეფასება) ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. – თქვენ გექნებათ წვდომა ასეულობით ხარისხიან, გამზადებული შეფასების მონაცემთა ბაზაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელია შესრულების პროცესის, პროდუქტის (მოსწავლეთა ნამუშევრების), საააზროვნო უნარების შეფასება, ასევე შეგეძლებათ მათი მოდიფიცირება თქვენი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. – შეგეძლებათ თქვენი შეფასების შენახვა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში ან მისი გაზიარება ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული სხვა მასწავლებლებისათვის. – გაიგოთ მეტი კვლევებსა და თეორიებზე, რომლებსაც წარმატებული შეფასება ეფუძნება.
  • 3. 3 – მოიძიოთ შეფასების სტრატეგიების მრავალი მაგალითი და გამოიყენოთ ისინი თქვენს მოსწავლეებთან. შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საკითხის შემდეგ მოსწავლის ცოდნისა ან შესრულების დონეს ეხება. გაიგეთ მეტი შეფასების მიზნების (purposes of assessment.) შესახებ. ტრადიციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეების შეფასების მეთოდები შეზღუდულია ტესტებით, ესეებით/რეფერატებითა და ზეპირი პრეზენტაციებით. გაიგეთ მეტი შეფასების ტიპების (types of assessment.) შესახებ. კვლევების თანახმად, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება მუდმივად მიმდინარე, განგრძობითი პროცესია. გაიგეთ მეტი განმავითარებელი შეფასების (formative assessment.) მნიშვნელობის შესახებ. იმის განსაზღვრა, თუ როგორ და როდის იყენებენ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრობლემების გადაწყვეტა და მეტაშემეცნება, შესაძლოა გამოწვევა იყოს. გაიგეთ მეტი სააზროვნო უნარების შეფასების (assessing thinking.) გზების შესახებ. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების მოსწრების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი იარაღია, მაგრამ მისი გამოყენება ვაკუუმში შეუძლებელია. გაიგეთ მეტი, თუ რა კომპონენტებია აუცილებელი წარმატებული შეფასებისათვის (successfulassessment). http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/purposes.html შეფასების მიზნები მიმდინარე შეფასება მასწავლებლები მუდმივად აგროვებენ არაფორმალურ და ფორმალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი მოსწავლეები. ისინი ამოწმებენ მოსწავლეების ტესტებსა და დავალებებს, უსმენენ ჯგუფურ აქტივობებს და აკვირდებიან მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან სტრუქტურულ ან არასტრუქტურულ აქტივობებში. ამ ინფორმაციას ისინი სხვადასხვა მიზნით იყენებენ, დაწყებული მშობლებთან ურთიერთობიდან დამთავრებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიღწევის ხელშეწყობით. სწორი ინფორმაციის მოგროვებითა და მისი ეფექტურად გამოყენებით მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აზროვნებისა და სწავლის უნარების განვითარებას. ტერმინი „შეფასება“ გამოიყენება ყველა იმ მეთოდისა და სტრატეგიის აღსანიშნავად, რომელიც მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე იღებს უკუკავშირს მისი სასწავლო პროცესის შესახებ. განმსაზღვრელი შეფასება
  • 4. 4 ხდება საკითხის ან პროექტის დასრულებისას და მოიცავს ინფორმაციას იმ უნარებისა და ცოდნის შესახებ, რომელსაც მოსწავლე დაეუფლა. სწავლების ციკლის პროცესში მიმდინარე შეფასების სხვადასხვა სახეობის გამოყენება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მეტ ღირებულ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასება შეიძლება გამოყენებულ იქნას: – მოსწავლეებისს წინარე ცოდნისა და მზაობის გასაზომად; – თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წასახალისებლად; – მოსწავლეებისათვის დიაგნოსტიკური უკუკავშირის წარმოებისათვის; – პროცესის მონიტორინგისათვის; – საკითხის გაგების შესამოწმებლად და მეტაშემეცნების წასახალისებლად; – გაგებისა და უნარის დემონსტრირებისათვის. შეფასების მთავარი მიზანია მისცეს მასწავლებლებს ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ სწავლების გასაუმჯობესებლად. ინტეგრირებული და მიმდინარე შეფასება პროექტზე დაფუძნებული სწავლების ცენტრალური საკითხია და წარმოადგენს საშუალებას, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით დაინახონ და აღმოაჩინონ, თუ რა იციან. საკითხის სწავლების მანძილზე ინტეგრირებული შეფასება მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, გაიგონ მეტი მათი მოსწავლეების საჭიროებებზე და შეცვალონ სწავლების მეთოდი მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებისათვის. მაკმილანი (2000) განმარტავს, „სწავლების პროცესში ინტეგრირებული შეფასებით მასწავლებელი ხედავს თუ რა აქტივობები და დავალებები იქნება უკეთესი, რა დონის სწავლებაა უფრო შესაბამისი და როგორ უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ ინფორმაციას განმსაზღვრელი შეფასება.” http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/types.html შეფასების ტიპები შეფასება განსხვავებული მეთოდები დღევანდელ სასწავლო გარემოში შეფასება დამკვიდრებული და მიღებული პრაქტიკაა. ხშირად ის წინასწარ განსაზღვრული გზით ტრადიციულ ფორმატში წარმოებს. შეფასების მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც ასახავენ მასწავლებლების სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის საჭიროებებს. განმავითარებელი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ ტესტები და გამოცდები სკოლებიდან არ გაქრება, მოსწავლეების სწავლება მხოლოდ გაუმჯობესდება, თუ უკუკავშირის, მოსწავლეთა ნამუშევრების (პროდუქტის) და შესრულების პროცესის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის შეფასებას გამოიყენებთ. შეფასების იმ ტიპს, რომელიც საკითხის შესწავლის წინ და პროცესში მიმდინარეობს, განმავითარებელი შეფასება ეწოდება.
  • 5. 5 განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგია მოიცავს იმგვარი ინფორმაციის მიღებას, რომელიც სწავლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს: – მოსწავლეთა წინარე ცოდნის/საჭიროებების გაზომვის სტრატეგიები, მაგალითად - მოსწავლის ნამუშევრის შემოწმება, გრაფიკული ორგანაიზერების ანალიზი, გონებრივი იერიში; – სტრატეგიები თვითრეგულირებადი სწავლის წასახალისებლად - თვით-შეფასება, თანასწორთა უკუკავშირი, თანამშრომლობითი ჯგუფები; – სტრატეგიები პროგრესის მონიტორინგისათვის, კერძოდ არაფორმალური დაკვირვება, ჩანიშვნები, სასწავლო ჟურნალი; – სტრატეგიები გაგების შესამოწმებლად, როგორიცაა ჟურნალები, ინტერვიუები და არასტრუქტურირებული გამოკითხვები. განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად კარგად მუშაობენ ისინი პროექტებზე, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ დასკვნის სახით ანგარიშის გაკეთება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველი საკითხისა თუ პროექტის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი, რომ იცოდნენ თავიანთი მოსწრების შესახებ. იმ ტიპის შეფასებას, რომელიც საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ ხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება ეწოდება. განმსაზღვრელი შეფასებები, როგორიცაა ტესტები, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავენ, თუ მასწავლებლები და მოსწავლეები ანალიტიკურად გაიაზრებენ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ სისუსტეების აღმოჩენა, რომლებსაც მომავალში გაუმკლავდებიან. მოსწავლეები დაადგენენ პრობლემურ საკითხებს და დაისახავენ მიზნებს მომავალი სწავლისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/formative.html განმავითარებელი შეფასება კვლევები განმავითარებელი შეფასების შესახებ განმავითარებელი შეფასების ინტეგრირება სწავლებაში გამოწვევაა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.ღირს თუ არა ის ამად? კვლევებმა მკაფიო პასუხი გასცეს:დიახ, ღირს. 1998 წელს ბლეიქმა და ვილიამმა სტუდენტის მიღწევაზე განმავითარებელი შეფასების გავლენის შესახებ 21 კვლევა და 580 სტატია მიმოიხილეს. მათ დაადგინეს, რომ „ინოვაციები, რომლებიც მოიცავს განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაძლიერებას, ხელს უწყობენ მნიშვნელოვან და ხშირად არსებით სწავლის შედეგებს “ (გვ. 9). მათ აღმოაჩინეს, რომ ეფექტის კოეფიციანტია 0.4 და 0.7, რაც უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო ინტერვენციების უმრავლესობის გავლენა.
  • 6. 6 სთიგინსი (2004) ადასტურებს ამ დასკვნას. მისი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეფექტურმა საკლასო შეფასებამ შესაძლოა გაზარდოს მოსწავლეების ტესტების შედეგების სრული სტანდარტული გადახრა, ეს შედეგი კი შედარებადია ერთი ერთზე სწავლების შედეგებთან. განმავითარებელი შეფასება აუმჯობესებს მოსწავლეების სწავლებას ბაღიდან კოლეჯამდე (Black et al., 2003). კვლევების თანახმად, ის ყველაზე დადებითად დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე მოქმედებს (Black &Wiliam, 1998). განმავითარებელი შეფასება დამოუკიდებლად არ აუმჯობესებს მოსწავლის სწავლას. მოსწავლეებს უვითარდებათ სწავლის უნარი, როდესაც განმავითარებელი შეფასებით შეგროვებული ინფორმაცია კონსტრუქციულად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ეხმარება მათ, რომ დამოუკიდებლად სწავლა შესძლონ. მოსწავლეებს დღეს განსხვავებული გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ. განმავითარებელი შეფასება ეხმარება მასწავლებლებს, რომ დაინახონ და გაითვალისწინონ მათი ინდივიდუალური საჭიროებები დიფერენცირებული სწავლების (differentiated instruction.) მეშვეობით. სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება არსებითია 21-ე საუკუნეში წარმატებისათვის. განმავითარებელი შეფასების სტრატეგიული გამოყენებით, მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარები, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები. (self-directed learners) Developing the skills necessary for lifelong learning is critical for success in the 21st century. By using formative assessments strategically, students develop the skills to become self-directed learners. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/thinking.html აზროვნების დონეების შეფასება შეფასება მოსწავლის აზროვნების გასაუმჯობესებლად ბევრ საკლასო ოთახში მოსწავლეების აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის (მოსწავლის ნამუშევრის) საფუძველზე ფასდება. ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი კითხვების შემთხვევაში ვასკვნიდით, რომ თუ მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი, მან აზროვნების სწორი სტრატეგია გამოიყენა. ახლა ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ როგორ დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც თავის ტვინში მიმდინარეობს. საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს კვალს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, არამედ მოსწავლეს უწყობს ხელს, რომ მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. მოსწავლეების აზროვნების არტეფაქტების - დისკუსიების, გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების შემოწმებით მასწავლებლებს შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის შესახებ და გამოიყენონ ეს
  • 7. 7 ინფორმაცია ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებისას. ანდრანდე (1999) შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები განათლების სპეციალისტებს ეხმარებათ, რომ ასწავლონ და შეაფასონ მათი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარები: – განუმარტეთ მოსწავლეებს, რა სახის აზროვნების ოპერაციის შესრულებას ელით მათგან. – ხშირად განიხილეთ და დაუსახელეთ კარგი აზროვნების მაგალითები სხვადასხვა პროექტსა თუ საგანში. – სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავებაში, რომლითაც შეაფასებთ მათ სააზროვნო უნარებს. – მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ შეფასების საშუალების შექმნაში, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება სხვადასხვა პროექტსა და საკითხს. – აუხსენით მოსწავლეებს, თუ როგორ შეაფასონ საკუთარი თავი ამ შეფასებით და სთხოვეთ, რომ ივარჯიშონ. – შეაფასეთ აზროვნების პროცესი, ისევე როგორც აზროვნების პროდუქტი. – გაუწიეთ უკუკავშირი მათი აზროვნების შესახებ და წაახალისეთ, რომ გაუწიონ უკუკავშირი ერთმანეთს. მაღალი სააზროვნო უნარების შეფასება მოითხოვს დაფიქრებულ დაგეგმვასა და სწავლებას. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ რომელიმე უნარის გამოყენება მკაფიო ინსტრუქციების მიცემითა და ინტენსიური პრაქტიკით. სააზროვნო ოპერაციების განხორციელება უნდა შეფასდეს სხვადასხვა გზებით - აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავენ აზროვნების ცალკეული ოპერაციებისა და სტრატეგიის გამოყენებას, საწერი დავალებებით და დაკვირვების გამოყენებით. აზროვნების უნარების ეფექტიანად შეფასებისათვის უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად სპონტანურად და დამოუკიდებლად იყენებენ მოსწავლეები ამ ოპერაციებს. ამ კონტექსტში აზროვნების შეფასებისათვის მასწავლებლებმა უნდა დაგეგმონ სასწავლო აქტივობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიური მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას. ამგვარი აქტივობების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ გაანალიზონ დაწერილი დავალებები, სასწავლო ჟურნალი და დააკვირდნენ დიდ და პატარა ჯგუფურ ინტერაქციებს სამიზნე უნარების გამოვლენის მიზნით. რამდენადაც მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზროვნებას წერითა და საუბრით, ცალკეული სიტყვა ან კითხვა მიანიშნებს სხვადასხვა აზროვნების ოპერაციაზე და მიაწვდის მასწავლებელს ინფორმაციას, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მათ დამოუკიდებლად და ეფექტურად. თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ მოსწავლეს არ შეუძლია კრიტიკულად ან შემოქმედებითად აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა ან თავის სწავლაზე რეფლექსია, მან დამატებით უნდა ახსნას ისინი. თუ მოსწავლეებს შეუძლიათ მაღალი დონის აზროვნება, მაგრამ არ იციან რომელი უნარი უნდა გამოიყენონ, სანამ მასწავლებელი არ მიუთითებს, მაშინ საჭიროა, რომ ავუხსნათ
  • 8. 8 მათ თუ როდის და როგორ ხდება თითეული ამ უნარის გამოყენება, ასევე თუ რა ღირებულება და მნიშვნელობა აქვთ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოჰყონ იმ კომპლექსური ამოცანების დეტალები, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსური აზროვნების უნარებს, ასევე მოიფიქრონ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებას დაანახებს. მასწავლებლები არ უნდა ელოდნენ მოსწავლეებისაგან მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას ერთი, ან თუნდაც ხუთი გაკვეთილის შემდეგ. ეს უნარები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ფასდებოდეს სხვადასხვა კონტექსტში. საკლასო ოთახებში, სადაც ფასდება მაღალი სააზროვნო უნარები, აზროვნების შესახებ საუბარი ყოველი საკითხისა და გაკვეთილის ნაწილია. აქ არ არსებობს „კარგით, ახლა ჩავატაროთ გაკვეთილი აზროვნებაზე“. ამის მაგივრად არის „ახლა ჩვენ ვიაზროვნებთ მეცნიერულად“, და „ახლა ჩვენ ავტორივით ვიფიქრებთ“. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/successful.html წარმატებული შეფასება აამუშავეთ ის თქვენს სკოლაში საკლასო აქტივობებში შეფასების სხვადასხვა ტიპების ეფექტური ინტეგრირება „მოახდენს მნიშვნელოვან ცვლილებას მოსწავლის, როგორც მსწავლელის როლზე და მასწავლებლის, როგორც მოსწავლის შესაძლებლობების განმავითარებლის როლზე“(Black et al., 2003,p. 102-3). პოლ ბლეიქი და მის კოლეგები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასწავლებლებთან ორ ინგლისურ საშუალო სკოლაში განმავითარებელი შეფასების დანერგვაზე სასწავლო პრაქტიკაში „King's-Medway-Oxfordshire განმავითარებელი შეფასების“ პროექტის ფარგლებში (KMOFAP). პროექტის დასასრულს მკვლევარებმა საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასწავლო პროცესის რადიკარული ცვლილების გარეშე, რადგან ამ ტიპის შეფასება საკლასო სწავლების არსებითი კომპონენტია“ (გვ. 7). მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუდმივი განმავითარებელი შეფასების ბუნებრივი შედეგია ის, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები არა მხოლოდ რეგულარულად იღებენ სასარგებლო ინფორმაციას მათი სწავლის პროცესის პროგრესის შესახებ, არამედ ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ აქტივობებში, რომლებიც მათ ეხმარებათ ცოდნისა და უნარების სწავლაში ტრასფორმაციაში. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კულტურის (student-centered classroom culture) მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მოსწავლეთა ჩართულობისათვის მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში სოციალურ მეცნიერებებსა და მათემატიკაში (social studies and math classrooms) მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ტიპის გარდა აუთენტური აქტივობებიც გამოიყენება. მასწავლებლებს, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება და სწავლების საკითხების შესწავლა მიმდინარეობდა გარემოში, სადაც შეფასება ხდებოდა მხოლოდ საბოლოო
  • 9. 9 გამოცდებისა და რეფერატების გზით, არა აქვთ განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი უნარები. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია. მასწავლებლები არ ასწავლიან ვაკუუმში. მათი სამუშაო ადმინისტრაციულ შენობებში მიმდინარეობს, ისინი ადმინისტრატორებსა და სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობენ და იზიარებენ არსებულ სასკოლო კულტურას. განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო კულტურის შექმნა მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას და ლიდერობას (leadership ) ყველა დონეზე. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it.html სცადეთ შეიტყვეთ მეტი Intel® Education-ის პროექტების შეფასების აპლიკაციის შესახებ - მისი მეშვეობით შესაძლებელია შეფასების ახალი საშუალებების (ინსტრუმენტის) შექმნა 21-ე საუკუნის უნარების ბიბლიოთეკაში შეფასების მაგალითების მოძიებით, შერჩევითა და მოდიფიცირებით. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეფასების საშუალების(ინსტრუმენტის) შექმნა და შენახვა ან იმ შეფასების ინსტრუმენტების მოდიფიცირება, რომელიც აფასებს პრობლემის გადაწყვეტის, თვითრეგულირების, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. დემო ვერსია (Demo HYPERLINK "http://educate.intel.com/ASSESSING- DEMO/PersonalLibraryPage.aspx?channel=en-US&tid=ap">) გამოიყენეთ დემო ვერსია შეფასებების ბიბლიოთეკის შესასწავლად და გამოსცადეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები. გზამკვლევი (Tutorial HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing- projects/try-it/tutorial.html">) გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს პროექტების შეფასების აპლიკაცია: – დაათვალიერეთ ბიბლიოთეკა და მოიძიეთ შეფასების საშუალებები (ინსტრუმენტები). – გადააკეთეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები თქვენი საჭიროების შესაბამისად. – გადმოაკოპირეთ მახასიათებლები ან საკითხები სხვა შეფასების საშუალებებიდან (ინსტრუმეტებიდან). – შექმენით შეფასება ნულიდან. – მართეთ პერსონალური ბიბლიოთეკა.
  • 10. 10 – გააკეთეთ შეფასების ექსპორტირება კოლეგისათვის ან თქვენს კომპიუტერში. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it/tutorial.html გზამკვლევი პროექტების შეფასების აპლიკაციის გამოყენება მის სოჰნი მესამე კლასის მასწავლებელია. ის გეგმავს, ჩაატაროს სასწავლო პროექტი მარტივ მანქანებზე. მას უნდა, რომ მისი კლასის მოსწავლეებმა ითანამშრომლონ პარტნიორ კლასთან სხვა შტატში და ერთად შეისწავლონ ეს საკითხი მათ გარემოში, შექმნან და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ მარტივი მანქანები. ისინი გეგმავენ ვიკის შექმნას მოსწავლეების ნამუშევრების ინტერნეტში ასატვირთად. ამ გაკვეთილის დროს მის სოჰნი თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის 21-ე საუკუნის უნარებზე გაამახვილებს ყურადღებას. ის იყენებს პროექტების შეფასების აპლიკაციას, რომ შექმნას თავისი შეფასება,რომელიც მოიცავს: – იდეას გონებრივი იერიშისათვის. ამისთვის მან დაათვალიერა (browses) შეფასების ბიბლიოთეკა, რომ ენახა, თუ რა ტიპის შეფასებები არის ხელმისაწვდომი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ. – შემდეგ მან მოიძია (searches) საშუალებები თვითრეგულირებადი სწავლის, თანამშრომლობის უნარების შესაფასებლად მარტივი მანქანების თემატიკაზე. – მან იპოვა თვითრეგულირებადი სწავლის შესაფასებელი რუბრიკა და თანამშრომლობის ჩეკლისტი, რომელსაც გამოიყენებს გაკვეთილზე მას შემდეგ, რაც გადააკეთებს (modify) მათ პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით. – ადრე მის სოჰნმა შექმნა და წარმატებით გამოიყენა რუბრიკა ვიკი სისტემაში ატვირთული მოსწავლეების ნამუშევრების შესაფასებლად. მან ის შეინახა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში შეფასების ნულიდან შექმნის (create this assessment from scratch.) აპლიკაციის გამოყენებით. – მის სოჰნს უნდა, რომ მისი შეფასება აფასებდეს 21-ე საუკუნის უნარებს, ამიტომ მან მიმართა სწრაფი ძებნის ფუნქციას, რომ გადმოეკოპირებინა შტრიხები (copy traits) სხვა შეფასებებიდან და დაემატებინა ისინი მისი ვიკის რუბრიკისათვის. შეფასების რამდენიმე საშუალების შექმნის შემდეგ, მის სოჰნმა დაალაგა ისინი პირადი ბიბლიოთეკის მართვის (managing her Personal Library) ფუნქციის გამოყენებით. გრაფიკებისა და სხვა მახასიათებლების დასამატებლად, ასევე კოლეგებისათვის თავისი შეფასების გასაზიარებლად, მის სოჰნმა გააკეთა შეფასების ექსპორტირება (exports) კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და გამოიყენა ელ. ფოსტა თავისი რესურსების გასაზიარებლად. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-plans.html შეფასების გეგმები
  • 11. 11 მაგალითები დასაწყებად მიმართეთ თქვენს კოლეგებს იდეებისათვის, თუ როგორ გამოიყენოთ მოსწავლეზე მიმართული შეფასების სტრატეგიები საკლასო ოთახში. გამოიყენეთ სხვა მასწავლებლების გამოცდილება 8 ნაწილიან შეფასების გეგმებში, რომელიც მოიცავს რეალურ შეფასებებს, სწავლების დეტალურ პროცედურებსა და მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების მაგალითებს. დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები (Elementary Assessment Plans HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary.html?inSelectors=2.0">) სხავადასხვა საგნის 4 ნაწილიანი დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები წარმოადგენს დასრულებულ პროექტებს, რომელსაც შეგიძლიათ გაუკეთოთ ადაპტირება თქვენი სწავლის პროცესისათვის ან დანერგოთ არსებული სახით. საბაზო კლასების შეფასების გეგმები (Secondary Assessment Plans HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary.html?inSelectors=2.1">) სხვადასხვა საგნის 4 ნაწილიანი საბაზო კლასების შეფასების გეგმები დაგეხმარებათ მოსწავლეზე მიმართული პროექტის დამოუკიდებლად გაკეთებაში. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary.html?inSelectors=2.0 დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები, რომლებიც მომზადებული და დანერგილია მასწავლებლების მიერ, მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიებს. საშიში ცხოველები: საიდან ვიცით, თუ რაა რეალური და რისი უნდა გვჯეროდეს? II კლასი, მეტყველების ხელოვნება, მეცნიერება, ჯანმრთელობა უმკურნელებდით ავადმყოფ ვეფხვს? მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ თაგვზე, რომელსაც მელამ მტკივანი კბილის მორჩენა სთხოვა, მოსწავლეები თავის თავს ამ ამბავთან გააიგივებენ. ისინი საშიში ცხოველების მახასიათებლებს განსაზღვრავენ, ფიქრობენ კბილის ექიმთან წასვლის მნიშვნელობაზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეიძლება თუ არა თაგვის გამართლება იმაში, რომ უარი თქვა „საშიში ცხოველის“ განკურნებაზე. ბიოგრაფიები: ყველას აქვს ისტორია: რითი გამოვირჩევით? III-V კლასი, მეტყველების ხელოვნება
  • 12. 12 დაწყებითი კლასების მოსწავლეები კითხულობენ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებსა და სწავლობენ, თუ რა ქმნის კარგ ბიოგრაფიას. ისინი ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ინტერვიუებს ართმევენ და ჟურნალს აკეთებენ. ბოლოს, ისინი უზიარებენ თავიანთ ჟურნალს ადამიანებს, რომლებსაც ინტერვიუ ჩამოართვეს. წილადები: მნიშვნელოვანია თუ არა სიზუსტე? III-V კლასები, მათემატიკა მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს უკავშირდება. კვლევის ჩატარების შემდეგ ისინი აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ პრეზენტაციებს, სადაც აჩვენებენ წილადების ცოდნის მნიშვნელობას მათ მიერ არჩეულ პროფესიებში. შტორმის ყურება: როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებაზე? IV-VI კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,მათემატიკა, მეტყველების ხელოვნება მოსწავლეების დავალებაა, რომ გააკეთონ ამინდის პროგნოზის პრეზენტაცია გლობუსის გარშემო მას შემდეგ, რაც ჩაატარებენ მეცნიერულ კვლევას ამინდის მოვლენის შესახებ. ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის. ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო პროცესში გამოყენებისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary/fraction-quest.html?inSelectors=2.0.2 წილადები მოკლე შინაარსი მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს უკავშირდება. ისინი იკვლევენ, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები და წარადგენენ თავით მიგნებებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა ნუთუ სიზუსტე მართლა ასე მნიშვნელოვანია? და როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად
  • 13. 13 შესასრულებლად? მოსწავლეები სწავლობენ წილადების შეკრებას, გამოკლებას გამრავლებასა და გაყოფას, რათა გასცენ პასუხი თემატურ კითხვას: როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება? აქტივობის კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლეების რეფლექსია წილადების ცოდნის მნიშვნელობაზე ცალკეულ პროფესიაში და მათ ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები – ზოდადი კითხვა ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე? – თემატური კითხვები მნიშვნელოვანია თუ არა წილადები,თუ მათ გარეშე უკეთ ვიქნებოდით? როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად შესასრულებლად? როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება? – შინაარსობრივი კითხვები რა არის წილადი? როგორ შეკრიბავთ, გამოაკლებთ,გაამრავლებთ და გაყოფთ წილადებს? რა განსხვავებაა მრიცხველსა და მნიშვნელს შორის? შეფასების დროში გაწერილი გეგმა შეფასების განრიგი განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ. შეფასების განრიგი სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყება მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტის დასრულების შემდეგ • ჟურნალი • თანამშრომლობ ითი ჩეკლისტი • პროექტის რუბრიკა • პროექტის კონფერენციე ბი • პრეზენტაციის ჩეკლისტი • დიაგრამა • რეფლექსია
  • 14. 14 • პოსტერის ჩეკლისტი • პრეზენტაციის ჩეკლისტი • კვლევის ჩეკლისტი • დაგეგმვის ფურცლები • გამოკითხვა • პროექტის რუბრიკა შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი ჟურნალი მოსწავლეები მინიშნებებს თავიანთ მათემატიკის ჟურნალში პასუხობენ, რომელიც თემატურ კითხვებსა და წილადებს უკავშირდება. მასწავლებლები ამოწმებენ საკითხის გაგებას და საჭიროების მიხედვით ატარებენ დამატებით გაკვეთილებს. პოსტერის ჩეკლისტი მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს იმისთვის, რომ შეამოწმონ, პოსტერისთვის ყველა მოთხოვნა დააკლაყოფილეს თუ არა. მასწალებლები იყენებენ მას, რომ შეამოწმონ დასრულებული პოსტერი. თანამშრომლბითი ჩეკლისტი მოსწალეები ჩეკლისტს თავიანთი თანამშრომლობის უნარების მონიტორინგისათვის იყენებენ,რადგან პოსტერზე ჯგუფურად მუშაობენ. მასწავლებლები განიხილავენ მას მოსწავლეებთან ერთად პროექტის კონფერენციებზე და მიუთითებენ მოსწავლეებს,რომ გამოიყენონ ის ჯგუფური მუშაობის დროს. პროექტის რუბრიკები მოსწავლეები რუბრიკებით ხელმძღვანელობენ მთელი პროექტის მანძილზე. მასწავლებლები იყენებენ ჟურნალებს, ჩეკლისტებს, დაგეგმვის ფურცლებს, საკონფერენციო ჩანიშვნებს და რეფლექსიებს რომ შეამოწმონ საკითხის გაგება რუბრიკების მეშვეობით. პრეზენტაციის ჩეკლისტი მათი მეშვეობით მოსწავლეები პრეზენტაციის ფაზებზე მუშაობენ და აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი იყენებს ჩეკლისტს შინაარსის ინტეგრირებისა და პრეზენტაციის საერთო ეფექტურობის შესაფასებლად. კვლევის ჩეკლისტი მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი კვლევის პროცესში. მასწავლებლები ამოწმებენ პროექტს კონფერენციების დროს, რომ დარწმუნდნენ,რომ მოსწავლეები სწორი გზით მიდიან. პროექტის კონფერენციები მასწავლებლები გეგმავენ ინდივიდუალურ პროექტის კონფერენციების მოსწავლეების მათემატიკური გაგების, აზროვნების უნარების, თანამშრომლობისა და კვლევის პროცესის შესაფასებლად. პროექტის კონფერენციების დროს გათვალისწინებულია დრო
  • 15. 15 უკუკავშირისათვის, იმ საკითხების ახსნისათვის, რომელიც მოსწავლემ ვერ გაიგო ან დამატებითი გაკვეთილისათვის. კითხვები და ჩანიშვნები წარმოადენენ დოკუმენტირებას საბოლოო პროექტის შეფასებისათვის. დაგეგმვის ფურცლები (Storyboard) მოსწავლეები მას პრეზენტაციაზე მუშაობის დაგეგმვისა და მონიტორინგისათვის იყენებენ.მასწავლებლები განიხილავენ მას პროექტის კონფერენციების დროს,რომ შეაფასონ, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ არა. გამოკითხვა მასწავლებლები იყენებენ გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების პროგრესის შესაფასებლად,გაგების შესამოწმებლად, მოსწავლეების მაღალი დონის აზროვნებისაკენ წასახალისებლად.პროექტის მანძილზე მასწავლებლები პერიოდულად უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომ გაანალიზონ მოსწავლეების გაგება. დიაგრამა მასწავლებლები ინიშნავენ თემატურ და არსებით კითხვებზე მოსწავლეების პასუხებს თითოეული პრეზენტაციის შემდეგ. ეს ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სწავლის გადახალისებაში, კავშირების დამყარებაში და საბოლოო რეფლექსიისათვის მოსამზადებლად. რეფლექსია მოსწავლეები ახორციელებენ რეფლექსიას იმისთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება წილადები მათ ახლა და როგორ დაეხმარება მომავალში. მასწავლებლები განიხილავენ საბოლოო რეფლექსიებს მოსწავლეების გაგების გაუმჯობესების შესაფასებლად. დამსახურება დევიდ ფრენკლიმ მონაწილება მიიღო Intel® Teach პროგრამაში და ჩამოაყალიბა სასწავლო პროექტის იდეა. მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary.html საბაზო კლასების შეფასების გეგმები შემთხვევითი აღმოჩენები: რას შეგვიძლია მივაგნოთ შემთხვევით? VI-VIII კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოსწავლეებმა მეცნიერი გამომგონებლების როლი უნდა შეასრულონ, რომლებიც ახალი ნივთიერების საბაზრო გამოყენების გზების საპოვნელად დაიქირავეს. მათ უნდა გამოიყენონ
  • 16. 16 ცოდნა არსებული საკითხის შესახებ და ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომ დაამტკიცონ, რომ მათი იდეა რეალურია და ხალხი იყიდის მათ პროდუქტს. დიდი მოაზროვნეები: რა ცვლის ჩვენს სამყაროს? VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები, მეტყველების ხელოვნება მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს დიდ მოზროვნეებს, ადამიანებს,რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს დროზე. თითეულმა მოსწავლემ უნდა მოიძიოს „დიდი მოაზროვნე“, შემდეგ კი თავი მის როლში წარმოიდგინოს და გაუზიაროს მოაზროვნის ცხოვრება და მიღწევები თავის თანაკლასელებს. შუა საუკუნეები: შეგვიძლია ვიყოთ თუ არა ისეთები, როგორებიც გვინდა? VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები მოსწავლეები შუასაკუნეებს შეისწავლიან და არჩევენ პიროვნებას - მეფეს ან დიდგვაროვანს, რომლის ცხოვრებას გამოიკვლევენ და წარმოადგენენ პრეზენტაციაში. მოსწავლეები განიხილავენ მათი ცხოვრების ყოველ დეტალს, ააშენებენ ოცნების ციხე-კოშკს და მოამზადებენ სამეფო წვეულებას. პირველი მსოფლიო ომი: ომი, რომ აღარ ყოფილიყო ომები? რა წარმოშობს კონფლიქტს? მე-9-მე-12 კლასები, ამერიკის ისტორია მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას პირველ მსოფლიო ომზე, გააკეთებენ გაზეთსა და მულტიმედია პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებენ სიმულირებული საომარი სანგრების თამაშში და შეისწავლიან ომის პროპაგანდას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის. ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო პროცესში გამოყენებისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary/great-thinkers.html?inSelectors=2.1.1 დიდი მოაზროვნეები
  • 17. 17 მოკლე შინაარსი ამ სასწავლო პროექტის დროს მოსწავლეები შეისწავლიან დიდ მოაზროვნეებს, რომლებმაც მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. მოსწავლეებმა დიდი მოაზროვნის როლი უნდა მოირგონ და მთელი კვლევის მანძილზე პასუხი შემდეგ შინაარსობრივ კითხვებს უნდა გასცენ: როგორ შეცვალეს ამ „დიდმა მოაზროვნეებმა“ მსოფლიო? რა დაბრკოლებები გადალახეს მათ მსოფლიოს შესაცვლელად? და ვინ მოახდინა გავლენა მათ შრომებზე? კვლევის საფუძველზე მოგროვებული ინფორმაციის სინთეზის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან „მე ვარ“ ლექსებს და წერენ დღიურს მათი დიდი მოაზროვნის სახელით. კულმინაციურ აქტივობას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები უნდა „გარდაისახონ“ მის მიერ გამოკვლეულ დიდ მოაზროვნედ და წარადგინონ მისი ცხოვრება და მიღწევები კლასის წინაშე. საბოლოო რეფლექსიაში მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ არსებით და თემატურ კითხვებს: რა არის საჭირო ჩვენი მსოფლიოს შესაცვლელად? და რომელმა ადამიანებმა მოახდინეს გავლენა ჩვენს მსოფლიოზე? მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები – ზოგადი კითხვა რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად? – თემატური კითხვები ვინ მოახდინა ჩვენს სამყაროზე დადებითი გავლენა? – შინაარსობრივი კითხვები როგორ შეცვალეს სამყარო დიდმა მოაზროვნეებმა? რა გავლენა ჰქონდა მათ ღვაწლს? რა დაბრკოლებები გადალახეს სამყაროს შესაცვლელად? შეფასების დროში გაწერილი გეგმა შეფასების განრიგი განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ. შეფასების განრიგი სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყება მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტის დასრულების შემდეგ
  • 18. 18 • K-W-L დიაგრამა • ჩამონათვალი • K-W-L დიაგრამა • კვლევის ტესტი • ჟურნალი • გამოკითხვა • K-W-L დიაგრამა • ჩანიშვნები • თანასწორთა უკუკავშირი • დღიურის შეფასების ფორმა • ზეპირი კონტენტის შეფასების ფორმა • ზეპირი პრეზენტაცია • K-W-L დიაგრამა • გამოკითხვა • ზეპირი კონტენტის შეფასების ფორმა • ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა • რეფლექსია შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი K-W-L დიაგრამა მოსწავლეები ავითარებენ საკლასო და ინდივიდუალურ ვიცი-მინდა ვიცოდე - ვისწავლე დიაგრამებს დიდი მოაზროვნეების შესახებ. მოსწავლეები იყენებენ მათ საკითხის გაგებისათვის, იდეების გონებრივი იერიშისათვის, კვლევისათვის კითხვების ჩამოყალიბებისათვის და თავიანთ სწავლაზე რეფლექსიისათვის. მასწავლებლები იყენებენ K-W-L დიაგრამას საწყის ეტაპზე მზაობისა და ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის სასწავლო პროექტის განხორციელებისას,რამდენადაც მოსწავლეები განიხილავენ დიაგრამას და აკეთებენ რეფლექსიას საკუთარ სწავლაზე. ჩამონათვალი მოსწავლეები ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს ადგენენ და ირჩევენ 5 მათგანს, რომლებმაც მათი აზრით მსოფლიოზე დადებით გავლენა მოახდინეს. ის ეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამოვლენაში და მათი აზროვნების ორგანიზებაში. მასწავლებელი იყენებს ამ ინფრომაციას იმის შესაფასებლად, თუ რა ტიპის ადამიანებზე ფიქრობენ მოსწავლეები იმას, რომ მათ დადებითი გავლენა იქონიეს მსოფლიოზე. ამის მიხედვით წარიმართება დისკუსიები თემაზე, თუ რა მნიშვნელოვანი თვისებები აქვთ დიდ მოაზროვნეებს. ჟურნალი მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კონფერენციების დროს, რომ აწარმოოს უკუკავშირი, ახსნას ის, რაც არასწორად ესმის მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაშუ ჩაუტაროს დამატებითი გაკვეთილი. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კვლევის ბოლოს ანალიზისა და სინთეზის უნარების შესაფასებლად. გამოკითხვა გამოკითხვის სტრატეგიებს მასწავლებლები მოსწავლეების სწავლის პროგრესის, გაგების შემოწმების,მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის იყენებენ.მასწავლებლები გამოკითხავენ მოსწავლეებს ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე პროექტის
  • 19. 19 კონფერენციებზე. მასწავლებლები უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას,რომ გაანალიზონ მოსწავლეების გაგება. კვლევის ტესტი მოსწავლეებს ურიგდებათ მოკლე კვლევის ტესტი, რათა საკუთარი პროგრესი შეაფასონ. ეს ტესტი მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას კვლევის მდგომარებაზე მოცემული მომენტისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტესტი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ კიდევ რა უნდა მოიძიონ არჩეული დიდი მოაზროვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ჩანიშვნები ამ არაფორმალურ შეფასებებში ინდივიდებზე, ჯგუფებზე თუ კონფერენციების დროს დაკვირვებისა და ინტერაქციების ჩანიშვნები წარმოადგენენ დოკუმენტირებას საბოლოო შეფასებისათვის. ლექსების შეფასების ფორმა მოსწავლეები ლექსების შეფასების ფორმას იყენებენ მათი სამუშაოს ხარისხის შესაფასებლად და აწარმოებენ თანასწორთა უკუკავშირს „მე ვარ“ ლექსების წერისას, რედაქტირებისას და განხილვისას. მასწავლებელი იყენებს მას ლექსების საბოლოო შეფასებისათვის. თანასწორთა უკუკავშირი მოსწავლეები იყენებენ ლექსების შეფასების ფორმას თანატოლებისათვის უკუკავშირის გასაწევად მათი ლექსების შესახებ. ისინი ერთმანეთს ქულებს კი არ უწერენ, არამედ ხაზს უსვამენ ლექსების შეფასების ფორმაში არსებულ აღწერებს, რომლებიც მიესადაგება მის ლექსს. თანასწორთა უკუკავშირის მიზანია გაუმჯობესება და არა განსჯა. დღიურის შეფასების ფორმა მოსწავლეები დღიურის შეფასების ფორმას იყენებენ საკუთარი სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის მიზნით. მასწავლებლები მას საბოლოო შეფასებისას მიმართავენ. ზეპირი პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმა მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის სახელით, რისთვისაც პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმას იყენებენ,რაც მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების დაზუსტებაში ეხმარებათ. ეს არის პირველი სტუდენტების სიტყვით გამოსვლის შეფასების ფორმებიდან. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის შინაარსს, მაშინ როდესაცზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა ამოწმებს უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას. მასწავლებელი იყენებს მას ზეპირი შინაარსის შეფასებისათვის. ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის სახელით, რის შესაფასებლადაც ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმას იყენებენ, რომელიც მათ პრეზენტაციის მომზადებასა და გაკეთებაში, ასევე პრაქტიკული სესიის კითხვების დაზუსტებაში ეხმარება. მასწავლებელი მას ზეპირი პრეზენტაციის შეფასებისათვის იყენებს. რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს პროექტის დროს, უბრუნდებიან არსებით და თემატურ კითხვებს: „რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?“ და „ვინ მოახდინა დადებითი გავლენა მსოფლიოზე?“.