SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  8
Télécharger pour lire hors ligne
ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში




კვლევა   მომზადებულია   აჭარის   ა.   რ.   ტურიზმისა   და
კურორტების დეპარტამენტის მიერ




                                                     25 სექტემბერი, 2012
                                              ბათუმი, აჭარა, საქართველო
აბსტრაქტი

       აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ტურისტული კვლევა
ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის სფეროში. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალი
ტურისტული პროდუქტის მომხმარებლების პროფილის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს ფრინველთა
დაკვირვების (ბერდვოჩინგის) ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის საჭირო
ქმედებების შემუშავებას.




1                                          ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
კვლევის დიზაინი
ბათუმის   ფრინველთა    ფესტივალის    ფარგლებში,   რომელიც   ამა   წლის   19-დან   23   სექტემბრამდე
თარიღდებოდა, სტრუქტურირებული          კითხვარის გამოყენებით გამოიკითხა 24 ტურისტი. კვლევა
ხასიათდებოდა შერეული მეთოდით. თითო რესპოდენტის გამოკითხვა საშუალოდ 3 წუთი გრძელდებოდა.

                                    კვლევის ანალიზი
     გამოკითხულ რესპოდენტთა 26.1%-ს ფრანგები,       39%-ს თანაბრად - საქართველო, ჰოლანდია და
ფინეთი, 17.4%-ს - იტალია და ბელგია, ხოლო 17.4%-ს - გერმანია, აშშ, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო
შეადგენდა.




     ტურისტთა 91.7%-ს მამაკაცები,      8.3%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რომელთა უმრავლესობა
ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით 41 წელს გადაცილებულები იყვნენ.




2                                                 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
     რესპოდენტებმა აჭარაში ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის არსებობის შესახებ ინფორმაცია
სხვადასხვა წყაროებიდან მიიღეს. საერთო ჯამში, მათგან 50%-ისთვის ინტერნეტი წარმოადგენდა პირველად
წყაროს, 16.7%-მა მეგობრებისგან გაიგო, 16.7% კომპანია BRC-ისგან და ბერდვოჩინგის უცხოური ჟურნალ-
გაზეთებისგან   მიიღო   ინფორმაცია,   ხოლო   დარჩენილი   16.6%-ს   აღნიშნული   ტურიზმის   სფეროს
შემსწავლელი და მკვლევარი ვიზიტორები წარმოადგენდნენ.




     განთავსების საშუალებების არჩევანში ყველაზე მეტი მოთხოვნა ადგილობრივ კერძო სახლებსა და
გესთჰაუზებზე (79.17%) დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფინანსური სარგებელის
მიღების საშუალებას იძლევა.




     აჭარის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ყველაზე საინტერესო და ხშირად მონახულებადი
ადგილი ჩაისუბანი (32.1%), ჭოროხის დელტა (25%) და სახალვაშოა (21.4). თუმცა, არის ისეთი ადგილებიც,
რომლებსაც ვიზიტორები სტუმრობენ         ტურიზმის სხვადასხვა ინტერესის გაერთიანების მიზნით -
მახინაჯური (10.7%), გოდერძის უღელტეხილი (3.6%), დაცული ტერიტორიები (3.6%).




3                                               ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
     ზემოთ აღნიშნული ტურისტული ადგილების მონახულების ყველაზე ღირებული მიზეზი
მრავალფეროვანი და იშვიათი სახეობის ფრინველეთა ნახვის შესაძლებლობა იყო (66.7%).




     რესპოდენტთა მიერ აჭარაში მოგზაურობის მიზნობრივი მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბერდვოჩინგი - 66.7%, ფოტოგრაფია - 18.2%, კვლევა/შესწავლა და ტურიზმი - 6.1% თითოეულზე ცალ-
ცალკე და დარგოლვა - 3%.




4                                               ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
     გამოკითხულ ტურისტთა 74%-ის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, როგორც ფრინველთა
მიგრაციაზე დაკვირვება, ასევე მათი გამრავლების აქტივობებში ჩართულობა. 13-13% კი ცალ-ცალკე,
მიგრაციასა და გამრავლებაზე გადანაწილდა.




     გამოკითხულ რესპოდენტთა 54.2% აქტიურად არის ჩართული ბერდვოჩინგის საქმიანობაში,
რომლთა შორის იყვნენ ტურიზმის ამ სახეობაში საკმაოდ გამოცდილი ვიზიტორები და პროფესიონალები.
დანარჩენი   45.8%-ს   მოყვარულები   და    უბრალოდ   ტურიზმით   დაინტერესებული    მოგზაურები
წარმოადგენდნენ.




5                                              ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
      ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც ტურისტთა 87.5%-მა აღნიშნა, სამონადირეო
საქმიანობა იყო.




      რესპოდენტთა ვიზიტის პერიოდს მოიცავდა სექტემბერი-ოქტომბერი, რადგან წლის სხვა დროს აქ
ნაკლები ფრინველი მიგრირებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია იგივე ტურისტული ინტერესის
მიზნით ალტერნატიული ადგილების მონახულება: ყაზბეგი, ვაშლოვანი, ვარძია, ჯავახეთი, სვანეთი.

      ფრინველთა ფესტივალთან დაკავშირებით, 2012 წლის ყველაზე პოპულარული ფრინველის
დასახელების მიზნით, რესპოდენტებს დაესვათ კითხვა, თუ რომელი ფრინველი მოეწონათ ყველაზე მეტად
აჭარაში. გამარჯვებულად ველის ძელქორი (PALLID HARRIER) გამოვლინდა.




6                                              ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
რეკომენდაციები

     აღნიშნული ტურიზმის სფეროსთვის სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება სასურველია შემდეგი
ქვეყნების მიხედვით: საფრანგეთი, ჰოლანდია, ფინეთი, იტალია, ბელგია, გერმანია, აშშ, ესპანეთი,
გაერთიანებული სამეფო.

     აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირებული შედეგები რესპოდენტთა სქესისა და ასაკის მიხედვით,
სარეკლამო კამპანიის დაგეგმარებისას შემდეგ მიმართულებას გვაძლევს - მამაკაცები 40 წელს ზევით.

     სარეკლამო კამპანიის სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბებისას გასათვალისწინებელია არამარტო
ბერდვოჩერები, არამედ ფოტოგრაფიით და ეკოტურიზმით დაინტერესებული ჯგუფები.

     საჭიროა ინტერნეტ მარკეტინგის საქმიანობის გაძლიერება-განვითარება, რადგან რესპოდენტთა
უმრავლესობამ ბერდვოჩინგის შესახებ აჭარაში სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაიგო.

     ჩაისუბანში, ჭოროხის დელტასთან და სახალვაშოში ადგილობრივი კერძო სახლებისა და
გესთჰაუზებისთვის ხელის შეწყობა - რეკომენდაციების მიცემა სტუმრების მიღებასა და განთავსების
შესახებ, უცხოენოვანი მოკლე სწავლების კურსების ჩატარება, საკონტაქტო და ობიექტების შესახებ
აღწერილობითი ინფორმაციის შეგროვება და განთავსება ინტერნეტ სივრცეში, ან ფლაერების სახით
გამოცემა.

     სხვა ბერდვოჩინგის აქტივობის ადგილების განვითარება - ჭოროხის დელტა, სახალვაშო.

     სამონადირეო საქმიანობის პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღება.




7                                                 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში

Contenu connexe

En vedette

AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 

En vedette (20)

AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 

ფრინველებზე დაკვირვების კვლევა

  • 1. ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში კვლევა მომზადებულია აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 25 სექტემბერი, 2012 ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • 2. აბსტრაქტი აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ტურისტული კვლევა ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის სფეროში. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალი ტურისტული პროდუქტის მომხმარებლების პროფილის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს ფრინველთა დაკვირვების (ბერდვოჩინგის) ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ქმედებების შემუშავებას. 1 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 3. კვლევის დიზაინი ბათუმის ფრინველთა ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ამა წლის 19-დან 23 სექტემბრამდე თარიღდებოდა, სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით გამოიკითხა 24 ტურისტი. კვლევა ხასიათდებოდა შერეული მეთოდით. თითო რესპოდენტის გამოკითხვა საშუალოდ 3 წუთი გრძელდებოდა. კვლევის ანალიზი  გამოკითხულ რესპოდენტთა 26.1%-ს ფრანგები, 39%-ს თანაბრად - საქართველო, ჰოლანდია და ფინეთი, 17.4%-ს - იტალია და ბელგია, ხოლო 17.4%-ს - გერმანია, აშშ, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო შეადგენდა.  ტურისტთა 91.7%-ს მამაკაცები, 8.3%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რომელთა უმრავლესობა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით 41 წელს გადაცილებულები იყვნენ. 2 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 4. რესპოდენტებმა აჭარაში ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის არსებობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მიიღეს. საერთო ჯამში, მათგან 50%-ისთვის ინტერნეტი წარმოადგენდა პირველად წყაროს, 16.7%-მა მეგობრებისგან გაიგო, 16.7% კომპანია BRC-ისგან და ბერდვოჩინგის უცხოური ჟურნალ- გაზეთებისგან მიიღო ინფორმაცია, ხოლო დარჩენილი 16.6%-ს აღნიშნული ტურიზმის სფეროს შემსწავლელი და მკვლევარი ვიზიტორები წარმოადგენდნენ.  განთავსების საშუალებების არჩევანში ყველაზე მეტი მოთხოვნა ადგილობრივ კერძო სახლებსა და გესთჰაუზებზე (79.17%) დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფინანსური სარგებელის მიღების საშუალებას იძლევა.  აჭარის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ყველაზე საინტერესო და ხშირად მონახულებადი ადგილი ჩაისუბანი (32.1%), ჭოროხის დელტა (25%) და სახალვაშოა (21.4). თუმცა, არის ისეთი ადგილებიც, რომლებსაც ვიზიტორები სტუმრობენ ტურიზმის სხვადასხვა ინტერესის გაერთიანების მიზნით - მახინაჯური (10.7%), გოდერძის უღელტეხილი (3.6%), დაცული ტერიტორიები (3.6%). 3 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 5. ზემოთ აღნიშნული ტურისტული ადგილების მონახულების ყველაზე ღირებული მიზეზი მრავალფეროვანი და იშვიათი სახეობის ფრინველეთა ნახვის შესაძლებლობა იყო (66.7%).  რესპოდენტთა მიერ აჭარაში მოგზაურობის მიზნობრივი მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბერდვოჩინგი - 66.7%, ფოტოგრაფია - 18.2%, კვლევა/შესწავლა და ტურიზმი - 6.1% თითოეულზე ცალ- ცალკე და დარგოლვა - 3%. 4 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 6. გამოკითხულ ტურისტთა 74%-ის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, როგორც ფრინველთა მიგრაციაზე დაკვირვება, ასევე მათი გამრავლების აქტივობებში ჩართულობა. 13-13% კი ცალ-ცალკე, მიგრაციასა და გამრავლებაზე გადანაწილდა.  გამოკითხულ რესპოდენტთა 54.2% აქტიურად არის ჩართული ბერდვოჩინგის საქმიანობაში, რომლთა შორის იყვნენ ტურიზმის ამ სახეობაში საკმაოდ გამოცდილი ვიზიტორები და პროფესიონალები. დანარჩენი 45.8%-ს მოყვარულები და უბრალოდ ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები წარმოადგენდნენ. 5 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 7. ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც ტურისტთა 87.5%-მა აღნიშნა, სამონადირეო საქმიანობა იყო.  რესპოდენტთა ვიზიტის პერიოდს მოიცავდა სექტემბერი-ოქტომბერი, რადგან წლის სხვა დროს აქ ნაკლები ფრინველი მიგრირებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია იგივე ტურისტული ინტერესის მიზნით ალტერნატიული ადგილების მონახულება: ყაზბეგი, ვაშლოვანი, ვარძია, ჯავახეთი, სვანეთი.  ფრინველთა ფესტივალთან დაკავშირებით, 2012 წლის ყველაზე პოპულარული ფრინველის დასახელების მიზნით, რესპოდენტებს დაესვათ კითხვა, თუ რომელი ფრინველი მოეწონათ ყველაზე მეტად აჭარაში. გამარჯვებულად ველის ძელქორი (PALLID HARRIER) გამოვლინდა. 6 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში
  • 8. რეკომენდაციები  აღნიშნული ტურიზმის სფეროსთვის სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბება სასურველია შემდეგი ქვეყნების მიხედვით: საფრანგეთი, ჰოლანდია, ფინეთი, იტალია, ბელგია, გერმანია, აშშ, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო.  აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირებული შედეგები რესპოდენტთა სქესისა და ასაკის მიხედვით, სარეკლამო კამპანიის დაგეგმარებისას შემდეგ მიმართულებას გვაძლევს - მამაკაცები 40 წელს ზევით.  სარეკლამო კამპანიის სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბებისას გასათვალისწინებელია არამარტო ბერდვოჩერები, არამედ ფოტოგრაფიით და ეკოტურიზმით დაინტერესებული ჯგუფები.  საჭიროა ინტერნეტ მარკეტინგის საქმიანობის გაძლიერება-განვითარება, რადგან რესპოდენტთა უმრავლესობამ ბერდვოჩინგის შესახებ აჭარაში სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაიგო.  ჩაისუბანში, ჭოროხის დელტასთან და სახალვაშოში ადგილობრივი კერძო სახლებისა და გესთჰაუზებისთვის ხელის შეწყობა - რეკომენდაციების მიცემა სტუმრების მიღებასა და განთავსების შესახებ, უცხოენოვანი მოკლე სწავლების კურსების ჩატარება, საკონტაქტო და ობიექტების შესახებ აღწერილობითი ინფორმაციის შეგროვება და განთავსება ინტერნეტ სივრცეში, ან ფლაერების სახით გამოცემა.  სხვა ბერდვოჩინგის აქტივობის ადგილების განვითარება - ჭოროხის დელტა, სახალვაშო.  სამონადირეო საქმიანობის პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ზომების მიღება. 7 ფრინველთა დაკვირვების ტურიზმის კვლევა აჭარაში