SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  17
Télécharger pour lire hors ligne
კრება უფალთან
მშვიდობა თქვენდა ყოველთა,მადლი,წყალობა უფლისა!
დაგლოცოთ,გაგაძლიეროთ,სიმშვიდე მოგცეთ სულისა!
იგავს გიამბობთ საკვირველს,კარგად შევძლებ თუ ავადა,
ხოლო მკითხველმა დასკვნები გამოტანოს თავადა;
ერთხელ, უფალმა იესომ,ინება დიდი შეკრება
და წარადგინეს დესპანნი ყველა ხალხმა და ერებმა,
ღმერთს მიეახლა ყოველი ტომიდან თითო რჩეული,
არავინ იყო მათ შორის უფლისთვის გამორჩეული;
ყური დამიგდეთ ყოველმა:–ბრძანა უფალმა ცაბაოთ,
დედამიწაზე ვინებე,დიდების ტახტის დადგმაო,
ვეძებ ქვეყანას შესაფერს,ღირსეულს ჩემი მადლისა,
ვფიქრობ,რომელ ერს ეკუთვნის პატივი უფლის სახლისა;
ამიტომ გამოგიძახეთ,ვისმინო თქვენი პირითა,
რითი ხართ გამორჩეული,ვინა სჯობიხართ ვის რითა?
თქვენი ქვეყნების შესახებ მიამბეთ კარგი ყოველი,
რით იმსახურებთ წყალობას,ჩემგან მადლს რატომ მოელით;
მე კი მოგისმენთ,რას მეტყვით და რითი იქებთ თავსაო,
თქვენს ქვეყნებსა და ერებზე აბა რას მეტყვით კარგსაო,
ვნახოთ ნათქვამი გულწრფელი მომეწონება ვისიო,
ბოლოს გადავწყვეტ,ვინ არის ჩემი დიდების ღირსიო;
ჩოჩქოლი ატყდა ისეთი,ვერ გაიგებდი ვერაფერს,
ყვიროდნენ და არ აცლიდნენ უფალთან მისვლას ერთმანეთს;
ჩუმადო–გაწყრა უფალი,გაბრაზდა მამა მშობელი,
ხმა გაიკმინდეს უცებ და დაწყნარდა ირგვლივ ყოველი.
***
დაიწყო ამერიკელმა:–„უფალო,ჩვენთან მოდიო,
ისეთ ცათამბრჯენს დაგითმობთ,მსგავსი გინახავს როდიო,
ვერ შეგვედრება ვერავინ,ძლიერები ვართ ყველაზე,
გვემორჩილება მსოფლიო,დაგვყავს ჩვენს ჭკუა–ნებაზე;
ქრისტიანნი ვართ უმეტეს,შენი მორჩილი მონები,
ნეხე როგორი ტბები გვაქვს,ჩანჩქერნი,კანიონები,
განა ვინმეს აქვს ასეთი მდინარეები,ხიდები?
ჩვენ ვართო,ღმერთო,ყველაზე ღირსები შენი დიდების“
***
„ჩვენთან მოდიო,უფალო–ჩაერთო იაპონელი–
ინოვაცია ტექნიკის,ჩვენგან იწყება ყოველი,
ისეთ სასახლეს აგიგებთ,აჭიმულს მეცხრე ცათამდე,
ტექნოლოგიურ სრულყოფას,ჯერარგაგონილს აქამდე;
გთხოვ გვაპატიო,უფალო,თუ შენი არა ვისმინეთ,
მაგრამ რამდენი მიწისძვრა,რამდენი ცეცხლი ვითმინეთ?
მზე ჩვენგან იწყებს ამოსვლას,შენი უბადლო ქმნილება,
ამიტომ,ჩვენთან თუ მოხვალ,ყველაზე კარგი იქნება“
***
„ჩვენთან მოდიო,უფალო–ალაპარაკდა ჩინელი–
ჩვენზე უკეთესს ვერ ნახავ,ჩვენა ვართ ქვეყნად პირველი,
ამათ ლაპარაკს ნუ უსმენ,თავს გაბეზრებენ ბჟუტურით,
ყველაზე დიდი ერი ვართ,ძველი ადათით,კულტურით;
თუკი რწმენაში ვცდებოდით,გთხოვთ მოგვიტევო ყოველი,
შენა ყოფილხარ მეუფე,ცისა და მიწის მპყრობელი.
ჩვენს ერთგულებას გაჩვენებთ,დიდი რწმენით და ღირსებით,
გთხოვ,ჩვენთან მოდი,უფალო,ჩვენ ვართო შენი ღირსები“
***
ეთიოპელის დრო დადგა:–„ჩვენთან მოდიო,უფალო,
ჩვენ არ ვართ ერი განთქმული,მშრომელები ვართ უბრალო;
არ ვსპობთ შავები ერთმანეთს,ერთგულების გვაქვს უნარი,
თეთრების მსგავსად არ გვაქვსო ომები გაუგონარი;
ქრისტეს სახელით,უფალო,რამდენი სისხლი დაღვარეს,
ზოგი კოცონზე დაწვეს და ზოგი ქუჩებში დაყარეს.
კანის ფერი რომ შავი გვაქვს,განა ეს რამეს ნიშნავსო.
ჩვენთან მობრძანდი,დაგიდგამთ სასახლეს შესანიშნავსო“
***
რუსი კინაღამ გაგიჟდა :–„ერთი უყურე ამათო,
შენ მაინც იცი,უფალო,რას წარმოვადეგნთ,რა ვართო;
მართლმადიდებელ სამყაროს(რაც არის დედამიწაზე)
არ ჰყოლიაო ქვეყანა,უფრო დიადი ჩვენსაზე;
ნახე რუსული ტაძრები,ნაგები ოქრო–ვერცხლითა,
ნახე რამდენი წმინდანი,ეწამა შენთვის ნებსითა,
გინდ სერგის ლავრა ინებე,გინდა საროვოს მიწაო,
თვით კრემლს,უფალო თუ გნებავს,შენს სახლად ვაქცევთ,ვფიცავო“
***
ახლა ბერძენი წამოხტა:–„უფალო,ეს რა მესმისო,
ნუთუ სიდიდე ქვეყნისა ნიშნავს სიწმინდეს ერისო?
განა ნაკლები წმინდანი გინახავს ჩვენი ქვეყნისა?
ვისზე ნაკლები ერი ვართ,დამცველი ქრისტეს მცნებისა?
დღეს საბერძნეთი ცენტრია მართლმადიდებელ ერთაო,
განა ათონზე უკეთეს ადგილს სად ნახავ ნეტაო?
ჩვენთან წამოდი,უფალო,იცი,ბერძენი რაც არი,
ისეთ სასახლეს აგიგებთ,ვერ ნახო მისი სადარი“
***
ხმა ამოიღო ურიამ:–„რა საბრალონი არიან,
ამათ რომ ვუსმენ,უფალო,მეცინებაო ძალიან;
ისრაელს უნდა მოხვიდე,რად უნდა ამას ახსნაო,
მთელი ბიბლია ებრაელ ერზე არა დგას განაო?
ნუთუ არ გახსოვს სინაზე ვის დაუწერე მცნებები,
ვისი ღმერთი ხარ ოდითგან,ვისთვის იტვირთე ვნებები?
ნუთუ არ გახსოვს რჩეულნი შენი წინასწარმეტყველნი,
იუდეველი წმინდანნი,მოციქულნი და მეფენი?
ვიცი,ის ცოდვა ჩვენზეა,ჩვენ გაგაკარით ჯვარზეო,
მაგრამ,უფალო,ნუ დაგვსჯი,ბოლო ჟამია კარზეო;
მოგვეცი ნება გადიდოთ და თაყვანი გცეთ ღმერთსაო,
ერთი იუდას გულისთვის ნუ მოიძულებ ერსაო;
მოსეს დროიდან მოგელით,ყველა–კაცი თუ ქალია,
თუ ვერ გიცანით,უფალო,განა ეს ჩვენი ბრალია?
შენს თავს ვერავის დავუთმობ,ებრაელ ერთან გხედავო,
იერუსალიმს რომელი ქალაქი გიჯობს ნეტავო?“
***
დიდხანს გაგრძელდა კამათი,უფალმა ასე ინება,
არც სხვა ქვეყნებმა დაიკლეს ხოტბა და ქება–დიდება;
მშვიდად უსმინა იესომ,აზრის თქმა ყველას ანება–
ბაქი–ბუქი და ტრაბახი,ხიბლი და ამპარტავნება;
უცებ,მოხუცი შენიშნა შორიდან უხმოდ მზირალი,
კუთხეში იდგა უჩუმრად,ცხარე ცრემლებით მტირალი,
გაოცდა ღმერთი ძლიერი,მოიხმო:–მოდი აქაო,
ვინა ხარ,სადაური ხარ,ანდა ტირიხარ რადაო?
შენმა ცრემლებმა,მოხუცო,მეც გული ამატკივაო,
მოდი ჩემთან და მითხარი ასე რამ აგატირაო?
მერე ფეხებთან დაისვა,სული მოითქვი ცოტაო,
შენს ქვეყანაზე მიამბე,რაც გუნებაში გქონდაო“
***
„ქართველი ვარო,უფალო,ივერიელთა ერიდან,
შენი დედის და ღვთისმშობლის წილად ხვდომილი ქვეყნიდან.
არ ვიცი,ღმერთო ძლიერო,ქება დავიწყო რისიო,
მე შენს წინაშე დგომისაც არა ვარ ოდნავ ღირსიო;
მრავალი ბრალი მიგვიძღვის დასაბამიდან ქვეყნისა,
რამდენი ცოდვით ვამძიმებთ გულს შენი ტკბილი დედისა,
მედიდურობა,ტრაბახი,ქართველთა ძველი სენია,
შენი სახელის ხსენება,როგორ გავბედო,მრცხვენია;
რამდენი სისხლი დავღვარეთ ჩვენ ძმათამკვლელი ომებით,
ჩვენივე მტრობით ვახარეთ უცხო თესლნი და ტომები;
რამდენჯერ ლაფში გავსვარეთ იესო ქრისტეს სახელი,
ჩვენი მიწის და მამულის თავადვე გავხდით მძარცველი;
მრავალი სისხლი გავიღეთ მტერთან ბრძოლაში ნებითა,
მაგრამ თუ სადმე დავმარცხდით,ისევ ქართველთა ხელითა;
ქართველი იყო ვინც ზურგში,ბევრჯერ ჩაგვასო მახვილი,
მტერს შემოუძღვა ღალატით,გლოვა დაგვიდგა ნამდვილი;
რამდენი ფიცი გავტეხეთ,ამას ვინ მოსთვლის ნეტაო?
ჩვენი „კაცობით“ დაქვრივდა ქვეყნად რამდენი დედაო;
შური,ბოღმა და ღალატი ქართველებს გვექცა წესადა,
ვერ გავიმართეთ წელში და ვეღარ ვიქეცით ქვეყნადა;
ისეთი მიწა მოგვეცი,ისეთი მინდორ–ველები,
ღვთისგან ნაკურთხი ედემი,სათუთი,მოსაფერები;
ცხრათვალა მზის ქვეშ ლურჯი ზღვა,ნაკადულები ზღაპრული,
მდინარეები წყალუხვი,მთები მწვანეში ჩაფლული;
ვერ მოვუარეთ ღირსებით,უფლის სამოთხეს არნახულს
და დავამსგავსეთ ქვეყანა ნაჩეხს,ნაცემს და გალახულს;
ვერ დავიცავით მამული მადლით,წყალობით მოცული,
ჩვენივე წინაპრებისგან ათასჯერ სისხლით მორწყული;
ბოლოს კი ისე დავეცით,სულ დავივიწყეთ უფალი,
ლაღი ცხოვრება მოგვინდა,საამო თავისუფალი;
შვიდ ათეულსა წელიწადს ეშმაკს მივეცით გულები,
„არ არსებობსო ღმერთიო“ და უარგყავით სრულებით;
მერე როდესაც უღირსებს,მეფე მოგვეცი ძლიერი,
მამაცი,ნაღდი ვაჟკაცი,მდაბალი და ღვთისნიერი,
ჩვენივე ხელით დავამხეთ,სისხლი დავღვარეთ მრავალი
და გავაძევეთ ქვეყნიდან უფლის მცნებებით მავალი;
ვერ შევიგუეთ,უფალო,მმართველი გულისხმიერი,
სამაგიეროდ დავისვით ბებერი მელა ცბიერი.
ერი,ოდესღაც ამაყი,გახდა სუსტი და ბეჩავი,
ორგული,გაუტანელი,მშიშარა,გაუბედავი;
დაჩიავდა და გაიბნა ერი დავითის,თამარის
და როცა უკვე მივედით ლამის კარამდე სამარის,
ბებერი მელა გავაგდეთ,გვეყო ძალა და მხნეობა,
მაგრამ უარესს მივანდეთ სამშობლოს კეთილდღეობა;
ვირმა გვირგვინი იფერა,მე ვარო ქვეყნად მთავარი,
საკუთარ დუქნად აქცია მიწა,მინდვრები,მთაბარი.
შემოიკრიბა გარშემო გველ–წურბელების ნაკრები
და შეესივნენ ქვეყანას ისედაც სუსტს და გაკრეფილს;
ვაი ჩვენს გამჩენს უბედურს,ამაოდ გავისარჯენით
და უგნურებმა მივიღეთ ცოდვების გამო სასჯელი,
რადგან ეშმაკის რჩეული გავცვალეთ კაცზე ღვთისაზე
და ანტიქრისტე დავისვით დედა ღვთისმშობლის მიწაზე;
როცა საჯიშე ბიჭები, ამოგვიხოცეს ქუჩებში,
ჩუმად ვიყავით უფალო,ვიმალებოდით კუთხეში,
სხვისი ჭირი და გოდება ღობეზე ჩხირი გახდაო,
ჩვენი სინდისი,მეობა,ურცხვად გაიხრწნა,წახდაო;
მაშინაც ჩუმად ვიყავით,როცა სიმართლის მთქმელები
გამოამწყვდიეს დილეგში,გადაუგრიხეს ხელები,
ახალგაზრდა თუ მოხუცი სისხლის ცრემლებით ატირეს
და ჯოჯოხეთად უქციეს ყოფა საბრალო პატიმრებს ;
მერე,როდესაც მხეცები ვერ გაძღნენ,ვერ მოისვენეს,
ცემით მოკლული ბიჭები ციხიდან გამოგვისვენეს,
ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით და სახლში უხმოდ მჯდომებმა
ისევ სხვის ჭირად ჩავთვალეთ,სხვისი ცრემლი და გოდება;
შემდეგ,როდესაც ქუჩებში,გულით ანთებულ ქართველებს
კვლავ უმოწყალოდ ურტყამდნენ,გულს უხარებდნენ მმართველებს,
ჩვენს სახლში თბილად ვიჯექით,ტელევიზორის ყუთებთან
და ისევ ვერა გავაწყვეთ ეშმაკის მოციქულებთან;
როცა ქვეყანა წაბილწეს,აღვირახსნილი ფერებით,
როცა რწმენასაც შეეხნენ ეშმას ბინძური ხელებით,
ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით,არ გვეყო ისევ გონება,
უწმუნდურების ხელთაგან დაგვეცვა სარწმუნოება;
როცა ქვეყნიდან გარბოდნენ მამაკაცები,ქალები,
როცა შიმშილით გათანგულთ,გამოგველია ძალები,
ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით,ისევ არ გვეყო კაცობა ,
კვლავ უსუსურად ვითმინეთ მავანთა არაკაცობა;
რამდენჯერ გასაღვიძებლად მოგვმადლე განსაცდელები,
ხან მიწისვრები გვიგზავნე, ხან კალიები,გველები,
მაგრამ ღრმა ძილში წასულებს, აღარ გვინდოდა ადგომა,
მამულის დაცვას ვარჩიეთ შიში და ღვთისგან განდგომა;
დღეს კვლავ სულს ღაფავს,უფალო,ქვეყანა თვალდანამული,
ისევ უღირსებს მივანდეთ ჩვენი ნატანჯი მამული.
ყველა ურჯულოს,უჯიშოს,ვამრავლებთ ქართულ მიწაზე,
პატრონი არ გვყავს უგნურებს,ვისი მზე ვცვალეთ ვისაზე?
სხვისას რას ვჩივი,უფალო,ქართველი მტკივა ურჯულო,
გადაჯიშებულ–უგვანო,ყოვლად უგრძნო და უგულო;
კაცი კაცს აღარ ემსგავსა,ქალმა დაკარგა ქალობა,
მოკლე კაბაზე გაცვალა უფლის მადლი და წყალობა;
სოდომისტები მომრავლდნენ,სისხლ–ხორცის წამბილწველები
და აყაყანდნენ ერთბაშად მათი ნაყიდი მცველები,
მართლმადიდებელ ქვეყანას შემოესიენ გველები,
სატანის მადიდებელნი და ღმერთის მაგინებლები;
ისევ ჩუმად ვართ,უგნურნი,ხელი ავიღეთ ნამუსზე,
უფალს მივანდეთ ყოველი,ზრუნვა არ გვინდა მამულზე;
გადამთიელი ბოსების ჭკუზე რატომ ვიაროთ,
ან ანტიქრისტეს მოძღვრება რად უნდა გავიზიაროთ?
თითქოს ვფხიზლდებით ნელ–ნელა,შენსკენ ვიბრუნეთ პირიო,
მაგრამ ეს არა კმარა და მეც სწორედ ამას ვტირიო,
რადგან ზერელე რწმენაში არ არის მადლი ღვთიური,
სიყვარულია მთავარი,მცნებაა მარადიული;
ვინ იცის,ღმერთო, რამდენი,ასეთი ცოდვა მრავალი
გვაწევს კისერზე ცოდვილებს,არა ვართ შენსკენ მავალი,
ვერ დავიცავით უფალო,შენმა უღირსმა მონებმა
შენგან ნაკურთხი მამული,ენა და სარწმუნოება;
შენ ყოველივეს გვითმენდი ცოდვების თანაზიარებს,
ვინ იცის,როგორ იტანდი ჩვენს გამო მწვავე იარებს;
მაგრამ სასჯელი გვარიდე,თუმც ვიმსახურეთ ყოველი,
რადგან ღმერთი ხარ კეთილი,მოწყალე მამა მშობელი;
ზიზღით და ბოღმით სავსეა,დღესაც ქართველის გულიო,
არც მოყვასის და არც ღმერთის არა გვაქვს სიყვარულიო,
ტრაბახი როგორ ვიკადრო,ქება გავბედო ვისიო ?
ტყუილს ვერ გკადრებ,უფალო,არა ვართ შენი ღირსიო;
უფლის კვართი რომ გვიბოძე,წმიდა ელიას ხალენი,
დედა ღვთისმშობლის მანტია,სხვა სიწმინდენი რამდენი,
ჩვენ როდი დავიმსახურეთ,განა ღირსი ვართ ამისა?
წყალობააო ეს მხოლოდ შენი ღვთიური მადლისა.“
***
მერე მუხლებზე დაემხო,უფლის წინ თავი დახარა,
გაოცდა ღმერთი მაღალი,კვნესოდა კაცი ჭაღარა,
გულში ჩაიკრა მოხუცი,ჭურჭელი წმიდა სულისა
და სახელოთი მოსწმინდა ცრემლები სინანულისა.
ასე დასრულდა შეკრება,წამოდგა ღმერთი ტახტიდან,
თვალი მოავლო ყველას და გაისმა უფლის ბაგიდან:
„ახლა სახლებში დაბრუნდით,მარტო დარჩენა მნებავსო,
თქვენ კი რაც ნახეთ,ისმინეთ,მოუყევითო ყველასო.“
***
ვინ არის უფლის რჩეული,ამას ბოლო ჟამს გავიგებთ.
ჩემს აზრს გავბედავ კრძალვით და მჯერა,რომ სწორად გამიგებთ:
ტრაბახს,ბაქი–ბუქს რა უნდა? ჩვენც გვაქვს უნაკლო მთა–ბარი;
აღსარებაა ძნელი და სინანულია მთავარი.
მშვიდობა თქვენდა ყოველთა,მადლი,წყალობა უფლისა;
დაგლოცოთ,გაგაძლიეროთ,სიმშვიდე მოგცეთ სულისა!
დღეს მოგიყევით იგავი გასაოცარი კრებისა,
ჩვენ კი დავფიქრდეთ ყველანი ბედზე სამშობლო ქვეყნისა !!!
ღმერთმა დაგლოცოთ !
"მართლმადიდებლობა ან სიკვდილი"
მარტი,2015 წელი
კრება უფალთან

Contenu connexe

En vedette

Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"
Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"
Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"UAReforms
 
Metodo de triangulacion en topografia
Metodo de triangulacion en topografiaMetodo de triangulacion en topografia
Metodo de triangulacion en topografiaJOHNNY JARA RAMOS
 
практика краснополянская сош
практика краснополянская сошпрактика краснополянская сош
практика краснополянская сошИван Анисимов
 
Programme du l'archipel
Programme du l'archipelProgramme du l'archipel
Programme du l'archipelEGM16081984
 
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...Sylvia Sanders
 
Anomalistic psychology - Superstitions
Anomalistic psychology - SuperstitionsAnomalistic psychology - Superstitions
Anomalistic psychology - SuperstitionsGemma_Talbot
 
Y termino en pascua y resurreccion
Y termino en pascua y resurreccionY termino en pascua y resurreccion
Y termino en pascua y resurreccionGraciela Fernandez
 
Effective Presentation Skills
Effective Presentation SkillsEffective Presentation Skills
Effective Presentation SkillsAhmad T.
 

En vedette (9)

Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"
Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"
Річний звіт діяльності Міжфракційного депутатського об'єднання "Єврооптимісти"
 
Metodo de triangulacion en topografia
Metodo de triangulacion en topografiaMetodo de triangulacion en topografia
Metodo de triangulacion en topografia
 
практика краснополянская сош
практика краснополянская сошпрактика краснополянская сош
практика краснополянская сош
 
7 ccm-budget-2015
7 ccm-budget-20157 ccm-budget-2015
7 ccm-budget-2015
 
Programme du l'archipel
Programme du l'archipelProgramme du l'archipel
Programme du l'archipel
 
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...
CHILDHOOD OBESITY SYLVIA SANDERS EDU363: Education and Social Justice Instruc...
 
Anomalistic psychology - Superstitions
Anomalistic psychology - SuperstitionsAnomalistic psychology - Superstitions
Anomalistic psychology - Superstitions
 
Y termino en pascua y resurreccion
Y termino en pascua y resurreccionY termino en pascua y resurreccion
Y termino en pascua y resurreccion
 
Effective Presentation Skills
Effective Presentation SkillsEffective Presentation Skills
Effective Presentation Skills
 

კრება უფალთან

  • 2. მშვიდობა თქვენდა ყოველთა,მადლი,წყალობა უფლისა! დაგლოცოთ,გაგაძლიეროთ,სიმშვიდე მოგცეთ სულისა! იგავს გიამბობთ საკვირველს,კარგად შევძლებ თუ ავადა, ხოლო მკითხველმა დასკვნები გამოტანოს თავადა; ერთხელ, უფალმა იესომ,ინება დიდი შეკრება და წარადგინეს დესპანნი ყველა ხალხმა და ერებმა, ღმერთს მიეახლა ყოველი ტომიდან თითო რჩეული, არავინ იყო მათ შორის უფლისთვის გამორჩეული; ყური დამიგდეთ ყოველმა:–ბრძანა უფალმა ცაბაოთ, დედამიწაზე ვინებე,დიდების ტახტის დადგმაო, ვეძებ ქვეყანას შესაფერს,ღირსეულს ჩემი მადლისა, ვფიქრობ,რომელ ერს ეკუთვნის პატივი უფლის სახლისა; ამიტომ გამოგიძახეთ,ვისმინო თქვენი პირითა, რითი ხართ გამორჩეული,ვინა სჯობიხართ ვის რითა? თქვენი ქვეყნების შესახებ მიამბეთ კარგი ყოველი, რით იმსახურებთ წყალობას,ჩემგან მადლს რატომ მოელით;
  • 3. მე კი მოგისმენთ,რას მეტყვით და რითი იქებთ თავსაო, თქვენს ქვეყნებსა და ერებზე აბა რას მეტყვით კარგსაო, ვნახოთ ნათქვამი გულწრფელი მომეწონება ვისიო, ბოლოს გადავწყვეტ,ვინ არის ჩემი დიდების ღირსიო; ჩოჩქოლი ატყდა ისეთი,ვერ გაიგებდი ვერაფერს, ყვიროდნენ და არ აცლიდნენ უფალთან მისვლას ერთმანეთს; ჩუმადო–გაწყრა უფალი,გაბრაზდა მამა მშობელი, ხმა გაიკმინდეს უცებ და დაწყნარდა ირგვლივ ყოველი. *** დაიწყო ამერიკელმა:–„უფალო,ჩვენთან მოდიო, ისეთ ცათამბრჯენს დაგითმობთ,მსგავსი გინახავს როდიო, ვერ შეგვედრება ვერავინ,ძლიერები ვართ ყველაზე, გვემორჩილება მსოფლიო,დაგვყავს ჩვენს ჭკუა–ნებაზე; ქრისტიანნი ვართ უმეტეს,შენი მორჩილი მონები, ნეხე როგორი ტბები გვაქვს,ჩანჩქერნი,კანიონები, განა ვინმეს აქვს ასეთი მდინარეები,ხიდები? ჩვენ ვართო,ღმერთო,ყველაზე ღირსები შენი დიდების“ *** „ჩვენთან მოდიო,უფალო–ჩაერთო იაპონელი–
  • 4. ინოვაცია ტექნიკის,ჩვენგან იწყება ყოველი, ისეთ სასახლეს აგიგებთ,აჭიმულს მეცხრე ცათამდე, ტექნოლოგიურ სრულყოფას,ჯერარგაგონილს აქამდე; გთხოვ გვაპატიო,უფალო,თუ შენი არა ვისმინეთ, მაგრამ რამდენი მიწისძვრა,რამდენი ცეცხლი ვითმინეთ? მზე ჩვენგან იწყებს ამოსვლას,შენი უბადლო ქმნილება, ამიტომ,ჩვენთან თუ მოხვალ,ყველაზე კარგი იქნება“ *** „ჩვენთან მოდიო,უფალო–ალაპარაკდა ჩინელი– ჩვენზე უკეთესს ვერ ნახავ,ჩვენა ვართ ქვეყნად პირველი, ამათ ლაპარაკს ნუ უსმენ,თავს გაბეზრებენ ბჟუტურით, ყველაზე დიდი ერი ვართ,ძველი ადათით,კულტურით; თუკი რწმენაში ვცდებოდით,გთხოვთ მოგვიტევო ყოველი, შენა ყოფილხარ მეუფე,ცისა და მიწის მპყრობელი. ჩვენს ერთგულებას გაჩვენებთ,დიდი რწმენით და ღირსებით, გთხოვ,ჩვენთან მოდი,უფალო,ჩვენ ვართო შენი ღირსები“ *** ეთიოპელის დრო დადგა:–„ჩვენთან მოდიო,უფალო, ჩვენ არ ვართ ერი განთქმული,მშრომელები ვართ უბრალო;
  • 5. არ ვსპობთ შავები ერთმანეთს,ერთგულების გვაქვს უნარი, თეთრების მსგავსად არ გვაქვსო ომები გაუგონარი; ქრისტეს სახელით,უფალო,რამდენი სისხლი დაღვარეს, ზოგი კოცონზე დაწვეს და ზოგი ქუჩებში დაყარეს. კანის ფერი რომ შავი გვაქვს,განა ეს რამეს ნიშნავსო. ჩვენთან მობრძანდი,დაგიდგამთ სასახლეს შესანიშნავსო“ *** რუსი კინაღამ გაგიჟდა :–„ერთი უყურე ამათო, შენ მაინც იცი,უფალო,რას წარმოვადეგნთ,რა ვართო; მართლმადიდებელ სამყაროს(რაც არის დედამიწაზე) არ ჰყოლიაო ქვეყანა,უფრო დიადი ჩვენსაზე; ნახე რუსული ტაძრები,ნაგები ოქრო–ვერცხლითა, ნახე რამდენი წმინდანი,ეწამა შენთვის ნებსითა, გინდ სერგის ლავრა ინებე,გინდა საროვოს მიწაო, თვით კრემლს,უფალო თუ გნებავს,შენს სახლად ვაქცევთ,ვფიცავო“ *** ახლა ბერძენი წამოხტა:–„უფალო,ეს რა მესმისო, ნუთუ სიდიდე ქვეყნისა ნიშნავს სიწმინდეს ერისო? განა ნაკლები წმინდანი გინახავს ჩვენი ქვეყნისა?
  • 6. ვისზე ნაკლები ერი ვართ,დამცველი ქრისტეს მცნებისა? დღეს საბერძნეთი ცენტრია მართლმადიდებელ ერთაო, განა ათონზე უკეთეს ადგილს სად ნახავ ნეტაო? ჩვენთან წამოდი,უფალო,იცი,ბერძენი რაც არი, ისეთ სასახლეს აგიგებთ,ვერ ნახო მისი სადარი“ *** ხმა ამოიღო ურიამ:–„რა საბრალონი არიან, ამათ რომ ვუსმენ,უფალო,მეცინებაო ძალიან; ისრაელს უნდა მოხვიდე,რად უნდა ამას ახსნაო, მთელი ბიბლია ებრაელ ერზე არა დგას განაო? ნუთუ არ გახსოვს სინაზე ვის დაუწერე მცნებები, ვისი ღმერთი ხარ ოდითგან,ვისთვის იტვირთე ვნებები? ნუთუ არ გახსოვს რჩეულნი შენი წინასწარმეტყველნი, იუდეველი წმინდანნი,მოციქულნი და მეფენი? ვიცი,ის ცოდვა ჩვენზეა,ჩვენ გაგაკარით ჯვარზეო, მაგრამ,უფალო,ნუ დაგვსჯი,ბოლო ჟამია კარზეო; მოგვეცი ნება გადიდოთ და თაყვანი გცეთ ღმერთსაო, ერთი იუდას გულისთვის ნუ მოიძულებ ერსაო;
  • 7. მოსეს დროიდან მოგელით,ყველა–კაცი თუ ქალია, თუ ვერ გიცანით,უფალო,განა ეს ჩვენი ბრალია? შენს თავს ვერავის დავუთმობ,ებრაელ ერთან გხედავო, იერუსალიმს რომელი ქალაქი გიჯობს ნეტავო?“ *** დიდხანს გაგრძელდა კამათი,უფალმა ასე ინება, არც სხვა ქვეყნებმა დაიკლეს ხოტბა და ქება–დიდება; მშვიდად უსმინა იესომ,აზრის თქმა ყველას ანება– ბაქი–ბუქი და ტრაბახი,ხიბლი და ამპარტავნება; უცებ,მოხუცი შენიშნა შორიდან უხმოდ მზირალი, კუთხეში იდგა უჩუმრად,ცხარე ცრემლებით მტირალი, გაოცდა ღმერთი ძლიერი,მოიხმო:–მოდი აქაო, ვინა ხარ,სადაური ხარ,ანდა ტირიხარ რადაო? შენმა ცრემლებმა,მოხუცო,მეც გული ამატკივაო, მოდი ჩემთან და მითხარი ასე რამ აგატირაო? მერე ფეხებთან დაისვა,სული მოითქვი ცოტაო, შენს ქვეყანაზე მიამბე,რაც გუნებაში გქონდაო“ ***
  • 8. „ქართველი ვარო,უფალო,ივერიელთა ერიდან, შენი დედის და ღვთისმშობლის წილად ხვდომილი ქვეყნიდან. არ ვიცი,ღმერთო ძლიერო,ქება დავიწყო რისიო, მე შენს წინაშე დგომისაც არა ვარ ოდნავ ღირსიო; მრავალი ბრალი მიგვიძღვის დასაბამიდან ქვეყნისა, რამდენი ცოდვით ვამძიმებთ გულს შენი ტკბილი დედისა, მედიდურობა,ტრაბახი,ქართველთა ძველი სენია, შენი სახელის ხსენება,როგორ გავბედო,მრცხვენია; რამდენი სისხლი დავღვარეთ ჩვენ ძმათამკვლელი ომებით, ჩვენივე მტრობით ვახარეთ უცხო თესლნი და ტომები; რამდენჯერ ლაფში გავსვარეთ იესო ქრისტეს სახელი, ჩვენი მიწის და მამულის თავადვე გავხდით მძარცველი; მრავალი სისხლი გავიღეთ მტერთან ბრძოლაში ნებითა, მაგრამ თუ სადმე დავმარცხდით,ისევ ქართველთა ხელითა; ქართველი იყო ვინც ზურგში,ბევრჯერ ჩაგვასო მახვილი, მტერს შემოუძღვა ღალატით,გლოვა დაგვიდგა ნამდვილი; რამდენი ფიცი გავტეხეთ,ამას ვინ მოსთვლის ნეტაო?
  • 9. ჩვენი „კაცობით“ დაქვრივდა ქვეყნად რამდენი დედაო; შური,ბოღმა და ღალატი ქართველებს გვექცა წესადა, ვერ გავიმართეთ წელში და ვეღარ ვიქეცით ქვეყნადა; ისეთი მიწა მოგვეცი,ისეთი მინდორ–ველები, ღვთისგან ნაკურთხი ედემი,სათუთი,მოსაფერები; ცხრათვალა მზის ქვეშ ლურჯი ზღვა,ნაკადულები ზღაპრული, მდინარეები წყალუხვი,მთები მწვანეში ჩაფლული; ვერ მოვუარეთ ღირსებით,უფლის სამოთხეს არნახულს და დავამსგავსეთ ქვეყანა ნაჩეხს,ნაცემს და გალახულს; ვერ დავიცავით მამული მადლით,წყალობით მოცული, ჩვენივე წინაპრებისგან ათასჯერ სისხლით მორწყული; ბოლოს კი ისე დავეცით,სულ დავივიწყეთ უფალი, ლაღი ცხოვრება მოგვინდა,საამო თავისუფალი; შვიდ ათეულსა წელიწადს ეშმაკს მივეცით გულები, „არ არსებობსო ღმერთიო“ და უარგყავით სრულებით; მერე როდესაც უღირსებს,მეფე მოგვეცი ძლიერი, მამაცი,ნაღდი ვაჟკაცი,მდაბალი და ღვთისნიერი,
  • 10. ჩვენივე ხელით დავამხეთ,სისხლი დავღვარეთ მრავალი და გავაძევეთ ქვეყნიდან უფლის მცნებებით მავალი; ვერ შევიგუეთ,უფალო,მმართველი გულისხმიერი, სამაგიეროდ დავისვით ბებერი მელა ცბიერი. ერი,ოდესღაც ამაყი,გახდა სუსტი და ბეჩავი, ორგული,გაუტანელი,მშიშარა,გაუბედავი; დაჩიავდა და გაიბნა ერი დავითის,თამარის და როცა უკვე მივედით ლამის კარამდე სამარის, ბებერი მელა გავაგდეთ,გვეყო ძალა და მხნეობა, მაგრამ უარესს მივანდეთ სამშობლოს კეთილდღეობა; ვირმა გვირგვინი იფერა,მე ვარო ქვეყნად მთავარი, საკუთარ დუქნად აქცია მიწა,მინდვრები,მთაბარი. შემოიკრიბა გარშემო გველ–წურბელების ნაკრები და შეესივნენ ქვეყანას ისედაც სუსტს და გაკრეფილს; ვაი ჩვენს გამჩენს უბედურს,ამაოდ გავისარჯენით და უგნურებმა მივიღეთ ცოდვების გამო სასჯელი, რადგან ეშმაკის რჩეული გავცვალეთ კაცზე ღვთისაზე
  • 11. და ანტიქრისტე დავისვით დედა ღვთისმშობლის მიწაზე; როცა საჯიშე ბიჭები, ამოგვიხოცეს ქუჩებში, ჩუმად ვიყავით უფალო,ვიმალებოდით კუთხეში, სხვისი ჭირი და გოდება ღობეზე ჩხირი გახდაო, ჩვენი სინდისი,მეობა,ურცხვად გაიხრწნა,წახდაო; მაშინაც ჩუმად ვიყავით,როცა სიმართლის მთქმელები გამოამწყვდიეს დილეგში,გადაუგრიხეს ხელები, ახალგაზრდა თუ მოხუცი სისხლის ცრემლებით ატირეს და ჯოჯოხეთად უქციეს ყოფა საბრალო პატიმრებს ; მერე,როდესაც მხეცები ვერ გაძღნენ,ვერ მოისვენეს, ცემით მოკლული ბიჭები ციხიდან გამოგვისვენეს, ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით და სახლში უხმოდ მჯდომებმა ისევ სხვის ჭირად ჩავთვალეთ,სხვისი ცრემლი და გოდება; შემდეგ,როდესაც ქუჩებში,გულით ანთებულ ქართველებს კვლავ უმოწყალოდ ურტყამდნენ,გულს უხარებდნენ მმართველებს, ჩვენს სახლში თბილად ვიჯექით,ტელევიზორის ყუთებთან და ისევ ვერა გავაწყვეთ ეშმაკის მოციქულებთან;
  • 12. როცა ქვეყანა წაბილწეს,აღვირახსნილი ფერებით, როცა რწმენასაც შეეხნენ ეშმას ბინძური ხელებით, ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით,არ გვეყო ისევ გონება, უწმუნდურების ხელთაგან დაგვეცვა სარწმუნოება; როცა ქვეყნიდან გარბოდნენ მამაკაცები,ქალები, როცა შიმშილით გათანგულთ,გამოგველია ძალები, ჩვენ ისევ ჩუმად ვიყავით,ისევ არ გვეყო კაცობა , კვლავ უსუსურად ვითმინეთ მავანთა არაკაცობა; რამდენჯერ გასაღვიძებლად მოგვმადლე განსაცდელები, ხან მიწისვრები გვიგზავნე, ხან კალიები,გველები, მაგრამ ღრმა ძილში წასულებს, აღარ გვინდოდა ადგომა, მამულის დაცვას ვარჩიეთ შიში და ღვთისგან განდგომა; დღეს კვლავ სულს ღაფავს,უფალო,ქვეყანა თვალდანამული, ისევ უღირსებს მივანდეთ ჩვენი ნატანჯი მამული. ყველა ურჯულოს,უჯიშოს,ვამრავლებთ ქართულ მიწაზე, პატრონი არ გვყავს უგნურებს,ვისი მზე ვცვალეთ ვისაზე?
  • 13. სხვისას რას ვჩივი,უფალო,ქართველი მტკივა ურჯულო, გადაჯიშებულ–უგვანო,ყოვლად უგრძნო და უგულო; კაცი კაცს აღარ ემსგავსა,ქალმა დაკარგა ქალობა, მოკლე კაბაზე გაცვალა უფლის მადლი და წყალობა; სოდომისტები მომრავლდნენ,სისხლ–ხორცის წამბილწველები და აყაყანდნენ ერთბაშად მათი ნაყიდი მცველები, მართლმადიდებელ ქვეყანას შემოესიენ გველები, სატანის მადიდებელნი და ღმერთის მაგინებლები; ისევ ჩუმად ვართ,უგნურნი,ხელი ავიღეთ ნამუსზე, უფალს მივანდეთ ყოველი,ზრუნვა არ გვინდა მამულზე; გადამთიელი ბოსების ჭკუზე რატომ ვიაროთ, ან ანტიქრისტეს მოძღვრება რად უნდა გავიზიაროთ? თითქოს ვფხიზლდებით ნელ–ნელა,შენსკენ ვიბრუნეთ პირიო, მაგრამ ეს არა კმარა და მეც სწორედ ამას ვტირიო, რადგან ზერელე რწმენაში არ არის მადლი ღვთიური, სიყვარულია მთავარი,მცნებაა მარადიული; ვინ იცის,ღმერთო, რამდენი,ასეთი ცოდვა მრავალი
  • 14. გვაწევს კისერზე ცოდვილებს,არა ვართ შენსკენ მავალი, ვერ დავიცავით უფალო,შენმა უღირსმა მონებმა შენგან ნაკურთხი მამული,ენა და სარწმუნოება; შენ ყოველივეს გვითმენდი ცოდვების თანაზიარებს, ვინ იცის,როგორ იტანდი ჩვენს გამო მწვავე იარებს; მაგრამ სასჯელი გვარიდე,თუმც ვიმსახურეთ ყოველი, რადგან ღმერთი ხარ კეთილი,მოწყალე მამა მშობელი; ზიზღით და ბოღმით სავსეა,დღესაც ქართველის გულიო, არც მოყვასის და არც ღმერთის არა გვაქვს სიყვარულიო, ტრაბახი როგორ ვიკადრო,ქება გავბედო ვისიო ? ტყუილს ვერ გკადრებ,უფალო,არა ვართ შენი ღირსიო; უფლის კვართი რომ გვიბოძე,წმიდა ელიას ხალენი, დედა ღვთისმშობლის მანტია,სხვა სიწმინდენი რამდენი, ჩვენ როდი დავიმსახურეთ,განა ღირსი ვართ ამისა? წყალობააო ეს მხოლოდ შენი ღვთიური მადლისა.“ *** მერე მუხლებზე დაემხო,უფლის წინ თავი დახარა, გაოცდა ღმერთი მაღალი,კვნესოდა კაცი ჭაღარა,
  • 15. გულში ჩაიკრა მოხუცი,ჭურჭელი წმიდა სულისა და სახელოთი მოსწმინდა ცრემლები სინანულისა. ასე დასრულდა შეკრება,წამოდგა ღმერთი ტახტიდან, თვალი მოავლო ყველას და გაისმა უფლის ბაგიდან: „ახლა სახლებში დაბრუნდით,მარტო დარჩენა მნებავსო, თქვენ კი რაც ნახეთ,ისმინეთ,მოუყევითო ყველასო.“ *** ვინ არის უფლის რჩეული,ამას ბოლო ჟამს გავიგებთ. ჩემს აზრს გავბედავ კრძალვით და მჯერა,რომ სწორად გამიგებთ: ტრაბახს,ბაქი–ბუქს რა უნდა? ჩვენც გვაქვს უნაკლო მთა–ბარი; აღსარებაა ძნელი და სინანულია მთავარი. მშვიდობა თქვენდა ყოველთა,მადლი,წყალობა უფლისა; დაგლოცოთ,გაგაძლიეროთ,სიმშვიდე მოგცეთ სულისა! დღეს მოგიყევით იგავი გასაოცარი კრებისა, ჩვენ კი დავფიქრდეთ ყველანი ბედზე სამშობლო ქვეყნისა !!! ღმერთმა დაგლოცოთ !