SlideShare une entreprise Scribd logo
1  sur  20
ინფლაციის მიმოხილვა
პრეზენტაციის მონახაზი
• შესავალი
• ინფლაციის გამომწვევი მიზეზები
• ინფლაციის სახეები
• ინფლაციის სოციო-ეკონომიკური შედეგები
• ფილიფსის მრუდი
• ანტი-ინფლაციური პოლიტიკა
• დასკვნა
• გამოყენებული ლიტერატურა
- შესავალი -
ინფლაცია როგორც ეკონომიკური ფენომენი უკვე დიდი ხანია
არსებობს;
ინფლაციის წარმოქმნა ფულის გაჩენას უკავშირდება;
ინფლაციის ყველაზე ლაკონური განმარტება იქნება - ინფლაცია
ამაღლებს ფასების საერთო დონეს, ფულის მასა იზრდება, რაც
იწვევს ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად იზრდება
სასაქონლო ფასები;
ინფლაცია არის ზოგადად ფასების დონის ზრდა:
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცალკეული პროდუქტისა და
სერვისის ფასი იზრდება, არამედ ზოგადად ფასები (საშუალოდ);
- ინფლაცია ამცირებს ფულის მსყიდველობით უნარს: შემოსავლის
თითოეულ ლარს (ან სხვა ვალუტას) ინფლაციის პირობებში
შეუძლია ნაკლები რაოდენობის საქონლის შეძენა, ვიდრე ეს
ინფლაციამდე იყო შესაძლებელი.
- თავად ფულის ღირებულება მცირდება.
- ინფლაციის დონეები -
- მსოფლიოში -
- წამყვანი ქვეყნების -
- ინფლაციის დონეები -
- ინფლაციის გამომწვევი -
- მიზეზები -
ინფლაციის არსი მდგომარეობს ეროვნული ვალუტის
გაუფასურებაში საქონელთან, მომსახურებასთან და უცხოურ
ვალუტასთან მიმართებით;
დისბალანსი - დისბალანსი ხელისუფლების ხარჯებსა და
შემოსავლებს შორის - ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის
დეფიციტი. ხშირად, ეს დეფიციტი იფარება ფულის ბეჭდვით, რაც
იწვევს ფულის მიწოდების ზრდას და შედეგად ვიღებთ - ინფლაციას;
ინფლაციურად საშიში ინვესტიციები - პირველ რიგში
მილიტარიზაციის ეკონომიკა. სამხედრო ხარჯებს მოჰყვება
დამატებითი შესყიდვები, და შედეგად - იზრდება ფულის მიწოდება.
გადაჭარბებული სამხედრო შესყიდვები ხშირად ხდება მიზეზი
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და იზრდება ვალი, რომელიც
გაიცემა და მოიცავს დამატებით მოჭრილ ქაღალდის ფულს;
სრულყოფილი კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე საბაზრო
სისტემას განაგებენ ოგოპოლისტები, რომლებიც დაინტერესებული
არიან საქონლის რაოდენობის შემცირებით, რაც ბაზარზე დეფიციტს
ქმნის და განაპირობებს ფასის შემდგომ ზრდას.
- ინფლაციის გამომწვევი -
- მიზეზები -
იმპორტირებული ინფლაციის როლი - იზრდება ღია ეკონომიკის
პირობებში, ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებში
მოღვაწეობის ფონზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ შესწევს
ძალა ებრძოლოს მას. ამ დროს ერთ–ერთ მისაღებ მეთოდს
წარმოადგენს საკუთარი ვალუტის გადაფასება, რაც იმპორტს
ხდის უფრო მომგებიანს და თავის მხრივ ართულებს ექსპორტს;
ინფლაციის მოლოდინი - მთავრობა და მოსახლეობა ეგუება
ფასების მოსალოდნელ ზრდას. მოსახლეობა მოითხოვს
ანაზღაურების გაზრდას და უფრო მეტ საქონელს ინახავს,
რადგან მოელის მასზე ფასების ზრდას. ეს ფაქტორი
მწარმოებლებზეც ახდენს გავლენას, ისინიც უფრთხიან ფასების
ზრდას, რადგანაც მათაც უწევთ გარკვეული საქონლის შეძენა
თავისი მიმწოდებლისგან. ამ პროცესის ცოცხალ მაგალითს
შეგვიძლია დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცოხვრებაშიც.
- ინფლაციის ალტერნატიული -
- თეორიები -
დასავლეთის ეკონომისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე თეორია,
რომლებიც ინფლაციის ალტერნატიულ თეორიებს
წარმოადგენენ:
მოთხოვნის ინფლაცია - დისბალანსი მიწოდებასა და
მოთხოვნას შორის, განხილული მოთხოვნის მხრიდან. მთავარი
მიზეზი შეიძლება იყოს სამთავრობო კონტრაქტების გაზრდა
(მაგ., ომი). ამ დროს იზრდება მოთხოვნა წარმოებაზე, რაც თავის
მხრივ ზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. ეს უკანასკნელი კი
ხელფასების ზრდას განაპირობებს;
ხარჯების ინფლაცია - ფასის ზრდის გამო იზრდება წარმოების
ხარჯები. მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი საფასო პოლიტიკა,
სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა,
ნედლეულზე ფასების ზრდა, პროფკავშირები, რომლებიც
ითხოვენ მაღალ ხელფასს და ა.შ.
- ინფლაციის სახეები -
ინფლაციის განმსაზღვრელი 3 კრიტერიუმი:
კრიტერიუმი N1: ფასების ზრდა;
კრიტერიუმი N2: ფასების განსხვავებული ზრდა განსხვავებულ
ჯგუფებზე;
კრიტერიუმი N3: მოსალოდნელი ანუ პროგნოზირებადი
ინფლაცია.
კრიტერიუმი N1-ის ინფლაცია (თავის მხრივ, 3 ტიპი):
ტიპი N1: ინფლაცია შეიძლება ხდებოდეს ძალიან ნელი ტემპით,
რომლის ფასები იზრდება არა უმეტეს 10% წელიწადში. ბევრი
თანამედროვე ეკონომისტი, მათ შორის კეინსიც თვლიდა, რომ ამ
დონის ინფლაცია აუცილებელია ეფექტური ეკონომიკური
განვითარებისათვის. ასეთმა ინფლაციამ შეიძლება ეფექტურად
შეცვალოს ფასები, წარმოება და მოთხოვნა.
- ინფლაციის სახეები -
ტიპი N2: სწრაფად მზარდი ინფლაცია, რომლის დროსაც
ღირებულების ზრდა 20%-200% _ია წელიწადში, რაც უკვე
პრობლემებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა ფასის ზრდა არც
ისე რთული პროგნოზირებადია, იგი მოიცავს ტრანზაქციების და
ხელშეკრულებების პარამეტრებს.
ტიპი N3: ეკონომიკისთვის ყველაზე დამღუპველია მესამე ტიპის –
ჰიპერინფლაცია, რაც უაღრესად ზრდის ფულის მიმოქცევის
ოდენობას და შედეგად კატასტროფულად იზრდება სასაქონლო
ფასები. ამ შემთხვევაში ფულის როლი მცირდება და მას სხვა
ფაქტორები ანაცვლებენ. მაგალითად ფულის ნაცვლად
ჰიპერინფლაციის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
ბარტერი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ პროცესების პარალელურად
იზრდება უცხოური ვალუტის როლი. ყველაზე ხშრად
ჰიპერინფლაციის მაგალითად მოჰყავთ ნიკარაგუის სამოქალაქო
ომის პერიოდი (33 000% - ფასების საშუალო წლიური ზრდა) ან ომის
შემდგომი უნგრეთი, მაგრამ ყველაზე ნათელი მაგალითია სერბეთი:
ყოფილ იუგოსლავიაში წლიური ღირებულების ზრდა დაფიქსირდა
3.000.000.000.
- მაგალითი -
50 - 60 იან წლებში, ინფლაცია ზომიერი ტემპებით
მიმდინარეობდა, თუმცა 70-იანი წლების ნავთობის კრიზისმა
ყველაფერი არია. ინფლაცია კონტროლს აღარ
ექვემდებარებოდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 73–80
წლებში 9%_ს გაუტოლდა.
* საშუალოწლიური ზრდის ტემპი ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში.
1966 - 1974 წ. 1975 - 1980 წ. 1980 - 1987 წ.
აშშ 1.7% 5.1% 9.3%
ინგლისი 3.1% 7.1% 15.8%
იტალია 3.4% 6.0% 17.9%
საფრანგეთი 5.0% 5.9% 10.9%
- ინფლაციის სახეები -
სტაბილურობის ხარისხის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ორი
სახის ინფლაცია: სტაბილური და არასტაბილური.
სტაბილური: როდესაც ინფლაციის ტემპები
დაბალანსირებულია, ფასები სტაბილურად იზრდება საქონელსა
და მომსახურებაზე, არ არის გაუთვალისწინებელი მოვლენები,
ფასები სტაბილურია და ეკონომიკაც არ განიცდის კრიზისს.
არასტაბილური: არასტაბილური ინფლაციის დროს კი ფასების
ცვლილება არაპროგნოზირებადია რამაც შეიძლება სავალალო
შედეგებამდე მიგვიყვანოს.
- ინფლაციის სოცილაურ -
- ეკონომიკური შედეგები -
მაღალი ინფლაცია ყოველთვის სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას
ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ წესრიგზე.
მცირე ინფლაცია ხელს უწყობს ფასების და ბიზნესის სფეროში
მოგების ზრდას, თავისთავად ინფლაციაც იზრდება და შემდეგ
ეტპზე უკვე რეალურ დაბრკოლებას წარმოადგენს წარმოების
სფეროში.
ამ დროს საზოგადოებაში იზრდება სოციალური და ეკონომიკური
დაძაბულობა, რაც მძიმე ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქვეყანას და
ეკონომიკურ პოლიტიკას.
ასევე, ფასების არათანაბარი ზრდა ამახინჯებს სისტემაში
სამომხმარებლო მოთხოვნას.
- უმუშევრობა და ინფლაცია -
ბუნებრივს უწოდებენ უმუშევრობის ისეთ დონეს, რომლის დროსაც
დინამიურადაა გაწონასწორებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს
ხელფასსა და ფასების ცვლილებაზე. ბუნებრივი დონე უნდა პასუხობდეს
შემდეგ მთავარ მოთხოვნებს: ათვისებული უნდა იქნას ეკონომიკის დიდი
ნაწილი, რათა ეფექტურობა ჩანდეს ნათლად. უმუშევრობა ბუნებრივი დონის
დროს უდრის ფრიქციული და სტრუქტურული ნაწილების ჯამს, ოღონდ არ
უნდა იყოს ციკლური უმუშევრობა.
ასეთ დონედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რომ უმუშევრობის დონის ცვალებადობა
გამოწვეულია საბაზრო მექანიზმის ცვლილებით, ფაზების მონაცვლეობით,
სახელმწიფოს ჩარევით.
უმუშევროვბის დაცემა ბუნებრივი ზღვრის ქვემოთ ეკონომიკური ბუმის
პერიოდში გამოიწვევს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რის შედეგადაც
გაიზრდება ინფლაციის ტემპი. ასეთნაირად გაზრდილ ინფლაციის დონეზე
მოქმედებს ხალხის ეკონომიკური მიღწევების ასახვა კონტრაქტებში.
შესაბამისად ძლიერდება ინერციული ინფლაციის ტემპი.
შემდგომში, ბუმის მერე, აქსელერატორები, როგორც სახელმწიფოს ელემენტები
ანელებენ ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპს. ასეთი დამუხრუჭება აჭარბებს
ბუნებრივი უმუშევრობის ზღვარს, მაგრამ ინფლაცია ერთბაშად არ მცირდება,
რადგან გამოყოფილი დრო რჩება ინერციულად.
- ფილიფსის მრუდი -
პრაქტიკაში, ინფლაციასთან ბრძოლის მეთოდების საფუძველს
წაროადგენს ე.წ. კომპრომისული თეორია, რომლის მიხედვითაც
დინამიკა უმუშევრობასა და ინფლაციას შორის
ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ფილიფსის მრუდი წარმოადგენს უმუშევრობის, ინფლაციის და
მიღებულ გასამრჯელოს დამოკიდებულებას, ეტაპობრივად წლიური
ტემპებით.
ცხადია, რომ უმუშევრობის შემცირებაგაზრდის ფასებს და ხელფასს.
მრუდი რაც უფრო დახრილია, მით მეტია მისი კოეფიციენტიც.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფილიპსის მრუდი უფრო ეფექტურია
მოკლევადიან პერიოდში. გრძელვადიან პერსპექტივაში (5-10
წლამდე), ხდება ვერტიკალური,
უფრო მეტიც, გაუთვალისწინებელი რყევების, შერეული
გრაფიკების, მოთხოვნის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური
ფაქტორების გათვალისწინებით ფილიფსის მრუდი იცვლის ფორმას
და წყვეტილი ხდება, ამიტომ თეორიულად ნაკლებად გამოსადეგია.
- ანტი-ინფლაციური პოლიტიკა -
ეკონომიკური პოლიტიკის ერთ–ერთ ურთულეს ამოცანას
წაროადგენს ინფლაციასთან გამკლავება: ერთი მხრივ
ინფლაციის დაბალ ტემპებზე უნდა ვიზრუნოთ რათა
შევინარჩუნოთ სტაბილურობა, ამასთან ერთად კი საჭიროა
წარმოებისთვის სტიმულის მიცემა, რაც ხშირად პროდუქციაზე
მაღალი ფასით მიიღწევა.
მართვის ინსტრუმენტები, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები
იყენებენ განსხვავებულია ერთმანეთისგან, რაც დამოკიდებულია
ინფლაციის დონეზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ქვეყანაში
არსებულ ეკონომიკურ მექანიზმზე.
ანტი-ინფლაციური პოლიტიკის შედეგები დამოკიდებულია
მისი ეტაპების განხორციელების თანმიმდევრობასა დ სხვა
მრავალ ფაქტორზე.
- ანტი-ინფლაციური პოლიტიკა -
ეკონომიკურ პოლიტიკაში განასხვავებენ ინფლაციის კონტროლის
ორ ტიპის:
1. პოლიტიკა მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და
საკრედიტო ემისიის შეზღუდვას. ეს ყველაფერი არეგულირებს
ფულის მასის ზრდას გარკვეულ საზღვრებში (მშპ_ს ზრდის
შესაბამისად).
2. ფასების და შემოსავლების მარეგულირებელი პოლიტიკა,
რომელიც ცდილობს დაუკავშიროს ერთმანეთს ხელფასის და
ფასების ზრდა. ერთ–ერთი საშუალებაა შემოსავლების ინდექსაცია
ფასების ცვლილების შესაბამისად. არასასურველი მოვლენების
თავიდან ასაცილებლად შეიძლება დადგინდეს ხელფასის დონეც და
შეიზღუდოს კრედიტების გაცემაც.
ინფლაციის დაძლევა მხოლოდ მძლავრი ეკონომიკური მექანიზმით
და ბაზრის რეგულირებითაა შესაძლებელი. ამ რთული პორბლემის
გადაწყვეტა შესაძლებელია პოლიტიკური სტაბილურობით, ამის
გარეშე ყველაზე გონივრული ეკონომიკური სვლებიც არანაირ
შედეგს არ მოიტანენ.
- დ ა ს კ ვ ნ ა -
ინფლაცია ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული და საშიში პროცესია,
რომელიც მიმდინარეობს და დიდ პრობლემას უქმნის ეკონომიკურ
სისტემას. ინფლაცია არა მხოლოდ ამცირებს მსყიდველობით უნარს,
არამედ ანადგურებს ეკონომიკური რეგულირების შესაძლებლობას
და ხელს უშლის ეკონომისტებს განახორციელონ სტრუქტურული
რეფორმები.
ინფლაციის პროცესი არ არის შემთხვევითი პროცესი,
განვითარებულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის განუყოფელ
ნაწილად მიიჩნევენ, თუმცა ეს მათ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის,
რადგან იქ ფართოდ გამოიყენება ინფლაციური პროცესების
შეზღუდვისა და კონტროლის მეთოდები.
ინფლაციის მართვა დიდ პრობლემას წარმოადგენს ფულადი და
ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკისთვის. სახელმწიფოს ხარჯების
მაქსიმალურად შემცირებისთვის საჭიროა ჩატარდეს ფართო
სპექტრის ანტიინფლაციური ღონისძიებები, მათ შორის - წარმოების
სტიმულირება, საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, საბაზრო
ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა დაარეგულიროს ფასები და
შემოსავლები.
- წ ყ ა რ ო ე ბ ი -
http://www.inflationdata.com/inflation/
http://finance.mapsofworld.com/financial-market/world-inflation.html
http://www.infoplease.com/world/countries/highest-inflation.html
http://www.infoplease.com/world/countries/lowest-inflation.html
http://www.inflationdata.com/inflation/Consumer_Price_Index/CurrentCPI.asp
http://www.inflationdata.com/inflation/Consumer_Price_Index/HistoricalCPI.aspx
http://en.wikipedia.org/wiki/Inflation
http://www.inflationdata.com/inflation/Inflation_Rate/InternationalSites.asp
http://www.inflationdata.com/inflation/Inflation/AnnualInflation.asp
http://www.tradingeconomics.com/World-Economy/Inflation-Rates.aspx
http://www.economywatch.com/world_economy/world-economic-
indicators/inflation-rate.html
http://in.reuters.com/article/2011/02/09/idINIndia-54758420110209
http://chartsbin.com/view/1363
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=349
http://www.econlib.org/library/Enc/Inflation.html
ინფლაციის მიმოხილვა

Contenu connexe

Tendances

იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისაიაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისაmanana bakradze
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაMaia Siradze
 
ტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიjgufi8
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიLela Tepnadze
 
ნერონი
ნერონინერონი
ნერონიbeqachacha
 
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...George Dumitrache
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)Nargiz Kiliptari
 
ევროკავშირი
ევროკავშირიევროკავშირი
ევროკავშირიla-lana
 
საფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუციასაფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუციაnino nadiradze
 
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.ციალა კაკუბავა
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიManana Jakeli
 
2გ კლასის დამრიგებლის ანგარიში.
2გ კლასის დამრიგებლის  ანგარიში.2გ კლასის დამრიგებლის  ანგარიში.
2გ კლასის დამრიგებლის ანგარიში.Anzor Abuseridze
 
ნაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაშინაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაშიnino abuladze
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებაmarinamukbaniani
 
7ა კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
7ა  კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.7ა  კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
7ა კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.ციალა კაკუბავა
 
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიაBesik Machitadze
 
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებში
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებშიყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებში
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებშიManana Jakeli
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 

Tendances (20)

იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისაიაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
იაკობ გოგოებაშვილი ბურჯი ეროვნებისა
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
 
ტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედი
 
ალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგიალექსანდრე ყაზბეგი
ალექსანდრე ყაზბეგი
 
ნერონი
ნერონინერონი
ნერონი
 
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...
CAMBRIDGE A2 HISTORY: THE PRICE OF WAR - IMPACT OF WORLD WAR 2 ON THE SOVIET ...
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
 
Mefe erekle
Mefe erekleMefe erekle
Mefe erekle
 
ევროკავშირი
ევროკავშირიევროკავშირი
ევროკავშირი
 
საფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუციასაფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუცია
 
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
6ბ კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
2გ კლასის დამრიგებლის ანგარიში.
2გ კლასის დამრიგებლის  ანგარიში.2გ კლასის დამრიგებლის  ანგარიში.
2გ კლასის დამრიგებლის ანგარიში.
 
ნაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაშინაციზმი გერმანიაში
ნაციზმი გერმანიაში
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერება
 
7ა კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
7ა  კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.7ა  კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
7ა კლასის დამრიგებლის წლიური ანგარიში.
 
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
 
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებში
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებშიყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებში
ყირიმის ომი ევროპულ კარიკატურებში
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 

ინფლაციის მიმოხილვა

  • 2. პრეზენტაციის მონახაზი • შესავალი • ინფლაციის გამომწვევი მიზეზები • ინფლაციის სახეები • ინფლაციის სოციო-ეკონომიკური შედეგები • ფილიფსის მრუდი • ანტი-ინფლაციური პოლიტიკა • დასკვნა • გამოყენებული ლიტერატურა
  • 3. - შესავალი - ინფლაცია როგორც ეკონომიკური ფენომენი უკვე დიდი ხანია არსებობს; ინფლაციის წარმოქმნა ფულის გაჩენას უკავშირდება; ინფლაციის ყველაზე ლაკონური განმარტება იქნება - ინფლაცია ამაღლებს ფასების საერთო დონეს, ფულის მასა იზრდება, რაც იწვევს ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად იზრდება სასაქონლო ფასები; ინფლაცია არის ზოგადად ფასების დონის ზრდა: - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცალკეული პროდუქტისა და სერვისის ფასი იზრდება, არამედ ზოგადად ფასები (საშუალოდ); - ინფლაცია ამცირებს ფულის მსყიდველობით უნარს: შემოსავლის თითოეულ ლარს (ან სხვა ვალუტას) ინფლაციის პირობებში შეუძლია ნაკლები რაოდენობის საქონლის შეძენა, ვიდრე ეს ინფლაციამდე იყო შესაძლებელი. - თავად ფულის ღირებულება მცირდება.
  • 4. - ინფლაციის დონეები - - მსოფლიოში -
  • 5. - წამყვანი ქვეყნების - - ინფლაციის დონეები -
  • 6. - ინფლაციის გამომწვევი - - მიზეზები - ინფლაციის არსი მდგომარეობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში საქონელთან, მომსახურებასთან და უცხოურ ვალუტასთან მიმართებით; დისბალანსი - დისბალანსი ხელისუფლების ხარჯებსა და შემოსავლებს შორის - ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. ხშირად, ეს დეფიციტი იფარება ფულის ბეჭდვით, რაც იწვევს ფულის მიწოდების ზრდას და შედეგად ვიღებთ - ინფლაციას; ინფლაციურად საშიში ინვესტიციები - პირველ რიგში მილიტარიზაციის ეკონომიკა. სამხედრო ხარჯებს მოჰყვება დამატებითი შესყიდვები, და შედეგად - იზრდება ფულის მიწოდება. გადაჭარბებული სამხედრო შესყიდვები ხშირად ხდება მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და იზრდება ვალი, რომელიც გაიცემა და მოიცავს დამატებით მოჭრილ ქაღალდის ფულს; სრულყოფილი კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე საბაზრო სისტემას განაგებენ ოგოპოლისტები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქონლის რაოდენობის შემცირებით, რაც ბაზარზე დეფიციტს ქმნის და განაპირობებს ფასის შემდგომ ზრდას.
  • 7. - ინფლაციის გამომწვევი - - მიზეზები - იმპორტირებული ინფლაციის როლი - იზრდება ღია ეკონომიკის პირობებში, ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებში მოღვაწეობის ფონზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ შესწევს ძალა ებრძოლოს მას. ამ დროს ერთ–ერთ მისაღებ მეთოდს წარმოადგენს საკუთარი ვალუტის გადაფასება, რაც იმპორტს ხდის უფრო მომგებიანს და თავის მხრივ ართულებს ექსპორტს; ინფლაციის მოლოდინი - მთავრობა და მოსახლეობა ეგუება ფასების მოსალოდნელ ზრდას. მოსახლეობა მოითხოვს ანაზღაურების გაზრდას და უფრო მეტ საქონელს ინახავს, რადგან მოელის მასზე ფასების ზრდას. ეს ფაქტორი მწარმოებლებზეც ახდენს გავლენას, ისინიც უფრთხიან ფასების ზრდას, რადგანაც მათაც უწევთ გარკვეული საქონლის შეძენა თავისი მიმწოდებლისგან. ამ პროცესის ცოცხალ მაგალითს შეგვიძლია დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცოხვრებაშიც.
  • 8. - ინფლაციის ალტერნატიული - - თეორიები - დასავლეთის ეკონომისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე თეორია, რომლებიც ინფლაციის ალტერნატიულ თეორიებს წარმოადგენენ: მოთხოვნის ინფლაცია - დისბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, განხილული მოთხოვნის მხრიდან. მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს სამთავრობო კონტრაქტების გაზრდა (მაგ., ომი). ამ დროს იზრდება მოთხოვნა წარმოებაზე, რაც თავის მხრივ ზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. ეს უკანასკნელი კი ხელფასების ზრდას განაპირობებს; ხარჯების ინფლაცია - ფასის ზრდის გამო იზრდება წარმოების ხარჯები. მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი საფასო პოლიტიკა, სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა, ნედლეულზე ფასების ზრდა, პროფკავშირები, რომლებიც ითხოვენ მაღალ ხელფასს და ა.შ.
  • 9. - ინფლაციის სახეები - ინფლაციის განმსაზღვრელი 3 კრიტერიუმი: კრიტერიუმი N1: ფასების ზრდა; კრიტერიუმი N2: ფასების განსხვავებული ზრდა განსხვავებულ ჯგუფებზე; კრიტერიუმი N3: მოსალოდნელი ანუ პროგნოზირებადი ინფლაცია. კრიტერიუმი N1-ის ინფლაცია (თავის მხრივ, 3 ტიპი): ტიპი N1: ინფლაცია შეიძლება ხდებოდეს ძალიან ნელი ტემპით, რომლის ფასები იზრდება არა უმეტეს 10% წელიწადში. ბევრი თანამედროვე ეკონომისტი, მათ შორის კეინსიც თვლიდა, რომ ამ დონის ინფლაცია აუცილებელია ეფექტური ეკონომიკური განვითარებისათვის. ასეთმა ინფლაციამ შეიძლება ეფექტურად შეცვალოს ფასები, წარმოება და მოთხოვნა.
  • 10. - ინფლაციის სახეები - ტიპი N2: სწრაფად მზარდი ინფლაცია, რომლის დროსაც ღირებულების ზრდა 20%-200% _ია წელიწადში, რაც უკვე პრობლემებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა ფასის ზრდა არც ისე რთული პროგნოზირებადია, იგი მოიცავს ტრანზაქციების და ხელშეკრულებების პარამეტრებს. ტიპი N3: ეკონომიკისთვის ყველაზე დამღუპველია მესამე ტიპის – ჰიპერინფლაცია, რაც უაღრესად ზრდის ფულის მიმოქცევის ოდენობას და შედეგად კატასტროფულად იზრდება სასაქონლო ფასები. ამ შემთხვევაში ფულის როლი მცირდება და მას სხვა ფაქტორები ანაცვლებენ. მაგალითად ფულის ნაცვლად ჰიპერინფლაციის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბარტერი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ პროცესების პარალელურად იზრდება უცხოური ვალუტის როლი. ყველაზე ხშრად ჰიპერინფლაციის მაგალითად მოჰყავთ ნიკარაგუის სამოქალაქო ომის პერიოდი (33 000% - ფასების საშუალო წლიური ზრდა) ან ომის შემდგომი უნგრეთი, მაგრამ ყველაზე ნათელი მაგალითია სერბეთი: ყოფილ იუგოსლავიაში წლიური ღირებულების ზრდა დაფიქსირდა 3.000.000.000.
  • 11. - მაგალითი - 50 - 60 იან წლებში, ინფლაცია ზომიერი ტემპებით მიმდინარეობდა, თუმცა 70-იანი წლების ნავთობის კრიზისმა ყველაფერი არია. ინფლაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 73–80 წლებში 9%_ს გაუტოლდა. * საშუალოწლიური ზრდის ტემპი ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. 1966 - 1974 წ. 1975 - 1980 წ. 1980 - 1987 წ. აშშ 1.7% 5.1% 9.3% ინგლისი 3.1% 7.1% 15.8% იტალია 3.4% 6.0% 17.9% საფრანგეთი 5.0% 5.9% 10.9%
  • 12. - ინფლაციის სახეები - სტაბილურობის ხარისხის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ორი სახის ინფლაცია: სტაბილური და არასტაბილური. სტაბილური: როდესაც ინფლაციის ტემპები დაბალანსირებულია, ფასები სტაბილურად იზრდება საქონელსა და მომსახურებაზე, არ არის გაუთვალისწინებელი მოვლენები, ფასები სტაბილურია და ეკონომიკაც არ განიცდის კრიზისს. არასტაბილური: არასტაბილური ინფლაციის დროს კი ფასების ცვლილება არაპროგნოზირებადია რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
  • 13. - ინფლაციის სოცილაურ - - ეკონომიკური შედეგები - მაღალი ინფლაცია ყოველთვის სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ წესრიგზე. მცირე ინფლაცია ხელს უწყობს ფასების და ბიზნესის სფეროში მოგების ზრდას, თავისთავად ინფლაციაც იზრდება და შემდეგ ეტპზე უკვე რეალურ დაბრკოლებას წარმოადგენს წარმოების სფეროში. ამ დროს საზოგადოებაში იზრდება სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობა, რაც მძიმე ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქვეყანას და ეკონომიკურ პოლიტიკას. ასევე, ფასების არათანაბარი ზრდა ამახინჯებს სისტემაში სამომხმარებლო მოთხოვნას.
  • 14. - უმუშევრობა და ინფლაცია - ბუნებრივს უწოდებენ უმუშევრობის ისეთ დონეს, რომლის დროსაც დინამიურადაა გაწონასწორებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ხელფასსა და ფასების ცვლილებაზე. ბუნებრივი დონე უნდა პასუხობდეს შემდეგ მთავარ მოთხოვნებს: ათვისებული უნდა იქნას ეკონომიკის დიდი ნაწილი, რათა ეფექტურობა ჩანდეს ნათლად. უმუშევრობა ბუნებრივი დონის დროს უდრის ფრიქციული და სტრუქტურული ნაწილების ჯამს, ოღონდ არ უნდა იყოს ციკლური უმუშევრობა. ასეთ დონედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რომ უმუშევრობის დონის ცვალებადობა გამოწვეულია საბაზრო მექანიზმის ცვლილებით, ფაზების მონაცვლეობით, სახელმწიფოს ჩარევით. უმუშევროვბის დაცემა ბუნებრივი ზღვრის ქვემოთ ეკონომიკური ბუმის პერიოდში გამოიწვევს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რის შედეგადაც გაიზრდება ინფლაციის ტემპი. ასეთნაირად გაზრდილ ინფლაციის დონეზე მოქმედებს ხალხის ეკონომიკური მიღწევების ასახვა კონტრაქტებში. შესაბამისად ძლიერდება ინერციული ინფლაციის ტემპი. შემდგომში, ბუმის მერე, აქსელერატორები, როგორც სახელმწიფოს ელემენტები ანელებენ ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპს. ასეთი დამუხრუჭება აჭარბებს ბუნებრივი უმუშევრობის ზღვარს, მაგრამ ინფლაცია ერთბაშად არ მცირდება, რადგან გამოყოფილი დრო რჩება ინერციულად.
  • 15. - ფილიფსის მრუდი - პრაქტიკაში, ინფლაციასთან ბრძოლის მეთოდების საფუძველს წაროადგენს ე.წ. კომპრომისული თეორია, რომლის მიხედვითაც დინამიკა უმუშევრობასა და ინფლაციას შორის ურთიერთსაწინააღმდეგოა. ფილიფსის მრუდი წარმოადგენს უმუშევრობის, ინფლაციის და მიღებულ გასამრჯელოს დამოკიდებულებას, ეტაპობრივად წლიური ტემპებით. ცხადია, რომ უმუშევრობის შემცირებაგაზრდის ფასებს და ხელფასს. მრუდი რაც უფრო დახრილია, მით მეტია მისი კოეფიციენტიც. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფილიპსის მრუდი უფრო ეფექტურია მოკლევადიან პერიოდში. გრძელვადიან პერსპექტივაში (5-10 წლამდე), ხდება ვერტიკალური, უფრო მეტიც, გაუთვალისწინებელი რყევების, შერეული გრაფიკების, მოთხოვნის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფაქტორების გათვალისწინებით ფილიფსის მრუდი იცვლის ფორმას და წყვეტილი ხდება, ამიტომ თეორიულად ნაკლებად გამოსადეგია.
  • 16. - ანტი-ინფლაციური პოლიტიკა - ეკონომიკური პოლიტიკის ერთ–ერთ ურთულეს ამოცანას წაროადგენს ინფლაციასთან გამკლავება: ერთი მხრივ ინფლაციის დაბალ ტემპებზე უნდა ვიზრუნოთ რათა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, ამასთან ერთად კი საჭიროა წარმოებისთვის სტიმულის მიცემა, რაც ხშირად პროდუქციაზე მაღალი ფასით მიიღწევა. მართვის ინსტრუმენტები, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები იყენებენ განსხვავებულია ერთმანეთისგან, რაც დამოკიდებულია ინფლაციის დონეზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მექანიზმზე. ანტი-ინფლაციური პოლიტიკის შედეგები დამოკიდებულია მისი ეტაპების განხორციელების თანმიმდევრობასა დ სხვა მრავალ ფაქტორზე.
  • 17. - ანტი-ინფლაციური პოლიტიკა - ეკონომიკურ პოლიტიკაში განასხვავებენ ინფლაციის კონტროლის ორ ტიპის: 1. პოლიტიკა მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და საკრედიტო ემისიის შეზღუდვას. ეს ყველაფერი არეგულირებს ფულის მასის ზრდას გარკვეულ საზღვრებში (მშპ_ს ზრდის შესაბამისად). 2. ფასების და შემოსავლების მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელიც ცდილობს დაუკავშიროს ერთმანეთს ხელფასის და ფასების ზრდა. ერთ–ერთი საშუალებაა შემოსავლების ინდექსაცია ფასების ცვლილების შესაბამისად. არასასურველი მოვლენების თავიდან ასაცილებლად შეიძლება დადგინდეს ხელფასის დონეც და შეიზღუდოს კრედიტების გაცემაც. ინფლაციის დაძლევა მხოლოდ მძლავრი ეკონომიკური მექანიზმით და ბაზრის რეგულირებითაა შესაძლებელი. ამ რთული პორბლემის გადაწყვეტა შესაძლებელია პოლიტიკური სტაბილურობით, ამის გარეშე ყველაზე გონივრული ეკონომიკური სვლებიც არანაირ შედეგს არ მოიტანენ.
  • 18. - დ ა ს კ ვ ნ ა - ინფლაცია ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული და საშიში პროცესია, რომელიც მიმდინარეობს და დიდ პრობლემას უქმნის ეკონომიკურ სისტემას. ინფლაცია არა მხოლოდ ამცირებს მსყიდველობით უნარს, არამედ ანადგურებს ეკონომიკური რეგულირების შესაძლებლობას და ხელს უშლის ეკონომისტებს განახორციელონ სტრუქტურული რეფორმები. ინფლაციის პროცესი არ არის შემთხვევითი პროცესი, განვითარებულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, თუმცა ეს მათ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, რადგან იქ ფართოდ გამოიყენება ინფლაციური პროცესების შეზღუდვისა და კონტროლის მეთოდები. ინფლაციის მართვა დიდ პრობლემას წარმოადგენს ფულადი და ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკისთვის. სახელმწიფოს ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისთვის საჭიროა ჩატარდეს ფართო სპექტრის ანტიინფლაციური ღონისძიებები, მათ შორის - წარმოების სტიმულირება, საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა დაარეგულიროს ფასები და შემოსავლები.
  • 19. - წ ყ ა რ ო ე ბ ი - http://www.inflationdata.com/inflation/ http://finance.mapsofworld.com/financial-market/world-inflation.html http://www.infoplease.com/world/countries/highest-inflation.html http://www.infoplease.com/world/countries/lowest-inflation.html http://www.inflationdata.com/inflation/Consumer_Price_Index/CurrentCPI.asp http://www.inflationdata.com/inflation/Consumer_Price_Index/HistoricalCPI.aspx http://en.wikipedia.org/wiki/Inflation http://www.inflationdata.com/inflation/Inflation_Rate/InternationalSites.asp http://www.inflationdata.com/inflation/Inflation/AnnualInflation.asp http://www.tradingeconomics.com/World-Economy/Inflation-Rates.aspx http://www.economywatch.com/world_economy/world-economic- indicators/inflation-rate.html http://in.reuters.com/article/2011/02/09/idINIndia-54758420110209 http://chartsbin.com/view/1363 http://www.nbg.gov.ge/index.php?m=349 http://www.econlib.org/library/Enc/Inflation.html